მთავარი » 2014 » იანვარი » 21 » ყავა
7:59 PM
ყავა


ყავის წარმოშობის ისტორია ეთიოპიის მაღალმთიან რეგიონს უკავშირდება. ყავაც, ისევე, როგორც სხვა ბევრი სასარგებლო და საჭირო რამ, შემთხვევითობის შედეგად აღმოაჩინეს. უძველეს ეთიოპიაში ერთ-ერთი მწყემსი, სახელად კალდი თავის თხებს აძოვებდა. მწყემსმა შენიშნა, რომ თხების გააქტიურებას  რაიმე მოწითალო ფერის მარცვლები იწვევდა. თავისთავად, მაშინ ამ მცენარეს სახელი არც კი ჰქონდა, თუმცა დღესდღეობით ჩვენ მას ყავად მოვიხსენიებთ. კალდიმ მარცვლების ზემოქმედების გასაგებად მათი თავად გასინჯვა გადაწყვიტა. მართლაც, მწყემსმა კოფეინის ძალა შეიგრძნო და ამ ფენომენის ასახსნელად ადგილობრივ ბერებს მიმართა.
ბერებმა კალდი ამ უცნაური მცენარის მოხმარების გამო გაკიცხეს კიდევაც, თუმცა მალე ყავის მარცვლების მომხმარებლები თავად გახდნენ.

ბერებს მიაჩნდათ, რომ ყავა მთელი ღამის ლოცვაში გასატარებლად ეხმარებოდათ. კოფეინის გაუფილტრავი რაოდენობა მათ მართლაც დიდ ენერგიას ჰმატებდათ.

სწორედ ზემოთ ნახსენები ფაქტის გამო, ყავის სამშობლოდ დღემდე ეთიოპია მიიჩნევა. ყავამ საბოლოო სახის მიღებამდე ბევრი გზა განვლო. ეთიოპიელები მას ცხოველურ ცხიმში ახვევდნენ და თან ატარებდნენ ისეთ გრძელვადიანი მოზგაურობისას, როგორიც იყო – ლაშქრობა, ნადირობა, ექსპედიციები და ა.შ.

დღესდღეობით კი ყავის მოპოვება ბევრ ადგილას არის შესაძლებელი. განსაკუთრებით სასარგებლო მიწა კი აზიაში, აფრიკაში, ცენტრალურ და სამხრეთ ამერიკაში, კარიბის ზღვისა და წყნარი ოკეანის მიდამოებშია.

კატეგორია: საინტერესო ამბები | ნანახია: 601 | დაამატა: buka | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
შესვლის ფორმა
კალენდარი
«  იანვარი 2014  »
ორსამოთხხუთპარშაბკვ
  12345
6789101112
13141516171819
20212223242526
2728293031
ჩვენი გამოკითხვა
მოგწონთ ჩვენი საიტი?
სულ პასუხი: 15729
სტატისტიკა

სულ ონლაინში: 1
სტუმარი: 1
მომხმარებელი: 0