მთავარი » 2012 » აპრილი » 14 » შეზღუდული ახალგაზრდობა
3:21 PM
შეზღუდული ახალგაზრდობა

2011 წელი ეს არის შეზღუვების წელი,შეიზღუდნენ ახალგაზრდებიც და ამავე დროს უფროსებიც,ყველაფერი 2010 წლიდან დაიწყო მაგრამ 2011 პიკს მიაღწია ყველაფერმა..

2011 წლის პირველი შეზღუდვა არის სკოლებში ახალი მონსტრების გამოჩენა რომლებსაც მანდატურები ეწოდებათ,მონსტრები იმიტომ რომ ესეთი სამუშაო აქვთ და ესეთი მოვალეობა აქვთ,მანდატურებიც სარგებლობდნენ გადამეტებული უფლებებით და წავიდა ოქმების დარიგება ბარამბოს შოკოლადივით (ალბათ დამეთანხმებით რომ არცერთი არაა სასიამოვნო),იწერებოდა ოქმი როგორც მოსწავლეებისთვის ასევე მასწავლებლებისთვის,უნდა აგეხსნა რატომ ღეჭავდი დასვენებაზე საღეჭ რეზინს ან რატომ გეჭირა გაკვეთილზე მობილური,რატომ დაგავიწყდა ჟურნალის შეტანა ან რატომ დააგვიანე სიის ამოკითხვა,მოკლედ ანარქიაში გაზრდილი ხალხი უცბად "ტისკებში” მოხვდა,მე ამ მანდატურების შემოსვლით ერთი რამე დავასკვენი,ადამინი მხოლოდ იმას ხედავს რაც თითონ აწყობს,აი მაგალითს მოვიყვან,ავიღოთ მანდატური და დამლაგებელი,მანდატურის მოვალეობაა ბავშვებს თუ საჭიროა ოქმი გამოუწეროს და დამლაგებლის მოვალეობაა სკოლის ტუალეტში ქლორი მოყაროს (არამარტო ეს),თუ მანდატურმა მოვალეობა არ შეასრულა და ოქმი არ გამოწერა ის ყველასთვის საყვარელი მანდატური ხდება,თუ დამალგებელმა სკოლის ტუალეტში ქლორი არ მოყარა ანუ თუ მაგანაც არ შეასრულა მოვალეობა ბავშვები უჩივლებენ და შეიძლება სამუშაოც დააკარგვინონ..მე პირადად მანდატურების წინააღმდეგი არ ვარ (სამართლიანი მანდატურების) და ისე ვიქცეოდი რომ ოქმი არ გამოეწერათ ანუ "კაი ბიჭი” არ ვიყავი,მანდატურებმა სკოლაში წესრიგი დაამყარეს,გაკვეთილი გაკვეთილს დაემსგავსა და სკოლის ტუალეტებშიც სიგარეტის კვამლის ნისლიც აღარ იდგა..მე მაინც მანდატურების სკოლაში შემოსვლას შეზღუდვად მივიჩნევ რადგან გაკვეთილიდან ტუალეტში არ გიშვებდნენ და თუ გაგიშვებდნენ ისიც ფეხის თითის წვერებზე უნდა გევლო რომ არავის შეემჩნიე…

შემდეგი შეზღუდვა ეს არის პარკში ჯდომის წესები,ამას დიდი არეულობა მოყვა ინტერნეტ სივრცეში,ფორუმებზე და ბლოგებში პოსტები დაიდო,სოციალური ქსელები სტატუსებით გადაიტენა და რამოდენიმე უხამსი კომენტარიც დაიდო რიყის პარკში "ზას ფართი” რომ გამართეს..თინეიჯერებმა პროტესტი გამოთქვეს,აქციები ოპოზიციის აქციებს მაგონებდა,ანუ უმიზნო აქციებს ვგულისხმობ,ხალხმა იცოდა რომ რიყის პარკში ზასაობით ვერაფრეს მიაღწევდა მაგრამ უნდოდათ ეჩვენებინათ რომ ზასაობა იცოდნენ,ამ დროს კი პირიქით გამოუვიდათ,ზასაობითაც ვერ იზასავეს..იმის მაგივრად ეს "ბნელი” თაობა რომელიც რიყის პარკში საზასაოთ გამოვიდნენ, იმაზე დაფიქრებულიყვნენ რომ თავიანთი შეცდომების გამო მოხდა ეს შუზღუდვა, უარესი გააკეთეს..ეხლა პარკის ახალი წესები განვიხილოთ,დაცვა რომელსაც თავში აქვს ავარდნილი რადგან ხელკეტი აქვს გარჭობილი ქამარში აგრესიით მოდის და გეუბნება ეს ნუ ზიხარო,თითქოს რამეს აშავებ ონავ სხვანაირად რომ ზიხარ,ლამის მოვიდეს და გითხრას ეს ჩემი პარკია,ჩემი სკამია და ვაბშე ნუ ზიხარო,მოკლედ ნაგლობენ რა,იმასაც ვერ გეუბვნებიან რატო გიკრძალავენ და რომ სთხოვო წესდება მანახეო ვერ განახებს..პარკში შეყვარებულ წყვილებს ნაკლებად ნახავთ რაგან ჩახუტებაც აკრძალეს,ისე მე ამ აკრზალვას ნაწილობრივ ვეთანხმები და ბოლოში დავწერ რატომაც

შემდეგი აკრძალვა არის ქუჩაში ალკოჰოლის მიღება რომელიც ყველაზე ძალიან გამიხარდა..ადრე როცა ეს აკრძალვა არ მოქმედებდა ყოველ ეზოში ჩაცუცქულ "კაი ბიჭებს” ნახავდით რომლებსაც 8-10 ლიტრი ლუდი ედგათ და ყოველი 2 სიტყვის მერე იგინებოდნენ,5 სიტყვის შემდეგ კი იფურთხებოდნენ.იკრიბებოდნენ დასასვენებელ პარკში და "ბუნებაში” სვავდნენ,თუ შესაძლებლობა ჰქონდათ მწვადსაც წვავდნენ და "პიკნიკს” იწყობდნენ,იქვე ეძინათ და დილას სახლში ბრუნდებონენ,ნაგავი კი რათქმაუნდა პარკში რჩებოდა,დედებს ბავშვები ვეღარ დაყავდათ პარკში სასეირნოთ დილაობით რადგან იცოდნენ რომ იქ მთვრალი ბიძია იწვებოდა და ეძინებოდა..ეხლა ამ სურათს ნაკლებად ნახავთ რაც ბევრად უფრო სასიამოვნოა..

ეხლა მინდა აგიხსნათ თუ რატო ვეთანხმები ამ აკრძალვებს და შეზღუდვებს,პირველ შეზღუვაზე ანუ მანდატურებზე უკვე დავწერე რომ გაკვეთილი გაკვეთილს დაემსგავსა და სკოლაში ისეთი არეულობა აღარ არის,ეხლა რაც შეეხება მეორე შეზღუდვას,პარკში ჯომის წესებს,ამას მინდა ცოტა კრიტიკულად შევეხო,უფრო სწორედ იმათ ვინც პროტესტი გამოთქვა,როგორც ჩანს ბევრი შეწუხდა ამით მაგრამ იმით არავინ წუხდებოდა რომ ბავშვებს საქანელებს უმტვრევდნენ და პარკში ნაგავს ყრიდნენ,სასრიალოები და აიწონა-დაიწონა გაანადგურეს და ერთი არავინ გამოვიდა და არ გააპროტესტა ეს,არვინ გამოსულა ქუჩაში და არვის გამოუხატავს პროტესტი იმაზე რომ პარკში ნაგავი ყრია და პარკების უმეტესობა მოსავლელია,არვის ამოუღია ხმა როცა ხეებს ჭრიდნენ (თინეიჯერებს ვგულისხმობ).ეგოისტები ხართ და სანამ პირადად თქვენ არ შეგაწუხებთ რაღაც, იქმადე ხმას არ იღებთ,ვინც ამაზე პროტესტი გამოთქვა დასცინეთ და მხარში არ ამოუდექით,ეხლა კი ითხოვდით "ხალხნო რიყეზე შევიკრიბოთ 24ში და ვიზასავოთ” და ბოლოს მინდა რიყეზე შეკრებილ ხალხს რაღაც გააგხსენოთ,გავიგე როგორ ეხვეწებოდით გეებს აკოცეთო,შარშან აგვისტოში ზუსტად თქვენ იყავით რომ უშლიდით გეებს აღლუმის ჩატარებაში ხელს,შარშან თქვენ უშლიდით მათ საჯაროდ გამოემჟღავნათ სიყვარული,წელს კი თქვენ გიშლიან..ისე დაეცით რომ გეებს თხოვდით იზასავეთო

მინდა ბოლოში ის ვთქვა რომ ეს აკრძალვები ჩვენი ბრალია,მილიონჯერ თქვეს სკოლაში სიგარეტს ნუ ეწევითო,ლამის კასეტაზე ჰქონდათ ჩაწერილი და ყოველ დასვენებაზე ატრიალებდნენ,”კაი ბიჭები” კი კლასშიც ეწეოდნენ და ზუსტად მაგიტო შემოუშვეს მანდატურები,მილიონჯერ თქვეს პარკის ინვენტარს ნუ დააზიანებთო,თქვენ კი მაინც წყვეტდით ყვავილებს,ბალახს თელავდით,სკამებზე წერდით და საქანელებს ანგრევდით,არავის უთქვია ქუჩაში ნუ დალევთო მაგრამ იმდენს უნდა მიმხვდარიყავით რომ ქუჩაში 5 ლიტრი არ დაგელიათ და მერე კუთხეებში თქვენი "მონიშნული” არ დაგეტოვებინათ,ეხლა იმედია აზრზე მაინც მოხვალთ ზოგიერთები და "კაი ბიჭურ” საქციელებს თავს დაანებებთ რაგან მოდაშიც აღარ არის და ხალხსაც ყელში აქვს ამოსული

კატეგორია: სასაცილო | ნანახია: 589 | დაამატა: buka | რეიტინგი: 5.0/1
სულ კომენტარები: 0
შესვლის ფორმა
კალენდარი
«  აპრილი 2012  »
ორსამოთხხუთპარშაბკვ
      1
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
30
ჩვენი გამოკითხვა
მოგწონთ ჩვენი საიტი?
სულ პასუხი: 15729
სტატისტიკა

სულ ონლაინში: 1
სტუმარი: 1
მომხმარებელი: 0