მთავარი » წმინდანები

2005 წლის 12 მაისს საბერძნეთიდან, ათონის წმიდა მთიდან ყოვლადწმიდა ღვთისმშობლის ხატის „მსწრაფლშემსმენელის" ასლი ჩამობრძანდა. აღნიშნული ხატის დედანი დოქიარის მონასტერშია დასვენებული, იგი სავარაუდოდ X საუკუნეში დაიწერა. XVII საუკუნეში დოქიარის მონასტერში ასეთ სასწაული მოხდა: მონასტრის ტრაპეზარი ნილოსი ანთებული კვარით ხშირად ჩაუვლიდა ხოლმე ამ ხატს, რის გამოც იგი იჭვარტლებოდა. ერთხელაც ტრაპეზარს ხმა მოესმა, რომელიც აფრთხილებდა, არ ჩაედინა ამგვარი დაუდევრობა, მაგრამ ბერმა ამ ხმას ყურადღება არ მიაქცია, ვინაიდან ეგონა, მონასტრის ერთ-ერთი ძმა აფრთხილებდა. ტრაპეზარი ხატისადმი დაუდევარ მოპყრობას განაგრძობდა, ამიტომ ღვთისგან სასჯელი მიიღო: თვალისჩინი დაკარგა. ამ სასწაულის შემდეგ ბერი უდიდეს სინანულში ჩავარდა და მხურვალე ლოცვით სთხოვდა უფალს პატიებას. ყოვლადწმიდა ღვთისმშობელმა მას მართლაც თვალი აუხილა. დედა ღვთისმშობელმა ბერს ასევე აუწყა, რომ ამიერიდან ეს ხატი „მსწრაფლშემსმენელად" იწოდება, ვინაიდან იგი მსწრაფლ შეისმენს მონანული მორწმუნის ვედრებას და აღუსრულებს მას ღვთისთვის სათნო თხოვნას.

სწორედ ამ „მსწრაფლშემსმენელი" ხატის ასლი შეიქმნა ათონზე, რომელიც თბილისში ცხუმ-აფხაზეთისა და საჩხერე-ჭიათურის მიტროპოლიტმა დანიელმა (დათუაშვილი) და ზედაზნის მონასტრის წინამძღვარმა, არქიმანდრიტმა საბამ (კუჭავა) ჩამოაბრძანეს. აეროპორტში ხატს დახვდა სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი, უწმიდესი და უნეტარესი ილია II, სასულიერო პირები და მრევლი. ხატი ფეხით წამოაბრძანეს საქართველოს საპატრიარქოში, სადაც იგი საქართველოს ეკლესიის საჭეთმპყრობელმა აკურთხა. ამის შემდეგ „მსწრაფლშემსმენელის" ხატი ყოვლადწმიდა სამების საპატრიარქო ტაძარში გადააბრძანეს, სადაც მრავალრიცხოვანი მრევლის წინაშე პარაკლისი, სამღვდელოებასთან ერთად, უწმიდესმა და უნეტარესმა ილია II გადაიხადა. პარაკლისს დაესწრო საქართველოს პრემიერ-მინისტრი ბ-ნი ზურაბ ნოღაიდელი, პარლამენტარები.

Категория: წმინდანები | Просмотров: 845 | Добавил: buka | Дата: 2014-01-21 | Комментарии (0)

იყო ვინმე ქურივი დედაკაცი კეთილმორწმუნე და დიდად მოყუარე ღმრთისმშობელისაი და აქუნდა ხატი მისი შესავედრებელად სულისა თვისისა, რომელსაცა დიდითა სასოებითა პატივს სცემდა და ამბორს უყოფდა სურვილით. ოდეს იქმნა ხატთა ბრძოლაი მწვალებელთაგან, მძლავრი ვინმე მტარვალი შევიდა სახლსა მის ქურივისასა და იხილა ხატი იგი, ყოვლადწმიდისა დედოფლისა ჩუენისა, ჰოი მე, იხადა მახვილი და სცა ხატსა მას წმიდასა და ყოვლად პატიოსანსა, რაითამცა განაპო იგი. ეჰა საკვირველებათა შენთა ღმრთისმშობელო მარიამ, რამეთუ გარდამო და სისხლი, ვითარცა ცხოველისაგან. ესე რაი იხილა მტარვალმან, შიშმან შეიპყრა და დაეცა მიწასა ზედა, შესტირა და შეინანა და მოიქცა ხატთა ბრძოლისაგან და ჰრქუა დედაკაცსა მას: პატიოსანო დედაო სულიერო, ამიერითგან ხატი ესე წმიდა უჩინო-ჰყავ, რაითა არა სხუათა მძლავრთა იხილონ და ბოროტი რაიმე შეამთხვიონ ამას და შენცა. მას ღამესა ღირსი იგი დედაკაცი მრავლითა ცრემლითა და ლმობიერებითა ევედრა და თქუა: ყოვლადწმიდაო დედუფალო მარიამ, აქამომდე მცუელი ჩემი შენ ხარ და ნუგეშინისმცემელი ქურიობისა ჩემისაი. აწ კუალად მეცა დამიფარე და ხატიცა შენი. და წარიყუანა ხატი იგი ზღვისკიდესა და შთაასუენა მცირესა ნავსა და მისთანა სანთელი და საკმეველი, და ამბორს-უყო ლმობიერითა ცრემლითა და შეაცურვა ზღუასა.

-
Категория: წმინდანები | Просмотров: 645 | Добавил: buka | Дата: 2014-01-21 | Комментарии (0)

დედაო ღვთისა, შემწე მარიამ,
მუხლმოდრეკილი ჩოქვით მოვედი,
ღვთისმშობლის ცრემლით გაჟღენთილ ქვეყნის
დაუტირელი შვილი მოვედი.

Категория: წმინდანები | Просмотров: 640 | Добавил: buka | Дата: 2013-04-01 | Комментарии (0)

საქართველოს ღირსების მპყრობელები

ზეპურნი დედანი

დედოფლები მეფეთა და მთავართა მეუღლეები, თანამეცხედრეები იყვნენ. სახელმწიფო სამართლის მიხედვით, დედოფალი აუცილებლად მეფური წარმოშობისა უნდა ყოფილიყო, წინააღმდეგ შემთხვევაში მეფე ვერ შეძლებდა მის სადედოფლო ტახტზე დაბრძანებას. ამის ბრწყინვალე მაგალითია საქართველოს მეფე ლაშა-გიორგის (1213-1223 წწ.) რომანტიკული თავგადასავალი: ველისციხეში ყოფნისას მეფეს ერთი მშვენიერი გათხოვილი ქალი უნახავს. ჭაბუკი მეფე ისე მოხიბლულა ულამაზესი ქალით და ისე შეჰყვარებია, რომ ქმრისთვის ცოლი წაურთმევია და თავისთან წაუყვანია. ამ ველისციხელი ქალისგან მას ვაჟიშვილიც კი შეეძინა, რომელსაც სახელად დავითი უწოდა (შემდგომში მეფე დავით VII ულუ). ქვეშევრდომისთვის გვირგვინნაკურთხი ცოლის წართმევა სამეფო კარისთვის გამაოგნებელი აღმოჩნდა. შეწუხებული ვაზირები და ეკლესიის უმაღლესი წარმომადგენლები ლაშა-გიორგისთან მივიდნენ და სთხოვეს, წამოგვრილი ცოლი, მისი სატრფო, ისევ ქმრისთვის დაებრუნებინა. დიდი ელჩობა ახალგაზრდა მეფემ გადაჭრილი უარით გაისტუმრა. ველისციხელი ქალი მას თავის ცოლად მიაჩნდა და ეკლესიის მამათა დარიგებას არად აგდებდა. როცა ამ მუდარა-შეგონების გზით ვაზირები და ეკლესიის მესვეურნი ვერას გახდნენ, მაშინ მათ უკიდურეს გზას მიმართეს: სასახლეში მივიდნენ, ველისციხელი მანდილოსანი გამოიყვანეს, ისევ თავის ქმარს დაუბრუნეს და ჭაბუკი მეფე ამგვარად საყვარელ ქალს ჩამოაშორეს

Категория: წმინდანები | Просмотров: 679 | Добавил: buka | Дата: 2013-03-30 | Комментарии (0)

წმინდა ნინოს ლოცვა გვფარავდეს

მართლმორწმუნე ოჯახში დაბადებულსა და გაზრდილს ქრისტიანობა ცხოვრების წესად ქცეოდა და კარგად იცოდა, რომ მართლმადიდებელი ყოველ წუთს და ყოველ წამს სიტყვითაც და საქციელითაც უნდა ქადაგებდეს ქრისტეს. მამამისმა, ზაბულონმა, რომის ჯარის ერთ-ერთმა მხედართმთავარმა, ფრანკები მოაქცია და გააქრისტიანა. სწორედ მისგან ისწავლა განსაცდელებთან ბრძოლა. დედამ, სოსანამ, თავმდაბლობა და მოკრძალება ჩაუნერგა შვილს. როცა წამოიზარდა, მშობლებმა გადაწყვიტეს, ცხოვრება უფლისათვის მიეძღვნათ და შვილი სოსანას ძმას, იერუსალიმის პატრიარქს, იუბენალს, ჩააბარეს, რომელმაც კეთილმორწმუნე ქალი, სარა ნიაფორი, მიუჩინა ნინოს აღმზრდელად. სწორედ აღმზრდელმა უამბო ქალწულს უფლის კვართის შესახებ, რომელიც ივერთა მიწისათვის მიებარებინათ. იმ წუთებიდან აივსო ნინოს გული სურვილით, მოელოცა მიწა და ადგილი, რომელმაც გულში ჩაიკრა კვართი მაცხოვრისა.

შეისმინა ყოვლადწმინდა მარიამმა წმინდა ნინოს ლოცვა, გამოეცხადა მას და ამცნო, რომ აკურთხებდა ქართლში წასასვლელად, ოღონდ… არა მხოლოდ კვართის მოსალოცად, არამედ ქართლის მოსაქცევადაც. თანაც ანუგეშა, ყოველთვის შენთან ვიქნები და გაგაძლიერებო. ჯვარიც გადასცა, რომელიც შემდეგ წმინდა ნინომ საკუთარი თმებით შეკრა. უამბო გამოცხადების შესახებ ბიძას წმინდა ნინომ, მიიღო მისგანაც კურთხევა და დაადგა გზას, რომელსაც იგი ქართლში უნდა ჩამოეყვანა, რათა ქართველები დაეყენებინა უფლისაკენ მიმავალ გზაზე

Категория: წმინდანები | Просмотров: 658 | Добавил: buka | Дата: 2013-03-30 | Комментарии (0)

1 2 3 ... 6 7 »
შესვლის ფორმა
კალენდარი
«  აპრილი 2024  »
ორსამოთხხუთპარშაბკვ
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
2930
ჩვენი გამოკითხვა
მოგწონთ ჩვენი საიტი?
სულ პასუხი: 15729
სტატისტიკა

სულ ონლაინში: 1
სტუმარი: 1
მომხმარებელი: 0