მთავარი » 2014 » იანვარი » 21 » წვრილმანები, რომლებიც ადამიანის წარმატებას ხელს უშლის
3:33 PM
წვრილმანები, რომლებიც ადამიანის წარმატებას ხელს უშლის

რა თქმა უნდა, სამსახურში ადამიანს ჭკუითა და პროფესიული თვისებებით აფასებენ, მაგრამ არსებობს ათასი პატარა "აგური”, რომლითაც თქვენი იმიჯი იქმნება. ის დიდ გავლენას ახდენს თქვენ მიმართ ხელმძღვანელობის, კოლეგების დამოკიდებულებაზე და მათი განწყობის ხარისხს განსაზღვრავს.

კარგი მანერები დამახასიათებელია აღზრდილი, მოწესრიგებული, დიდი შინაგანი კულტურის მქონე პიროვნებებისთვის. ისინი უნებლიეთ ნდობას იმსახურებენ. ამიტომ ყველა ურთიერთობაში სასიამოვნო ადამიანს უფრო დიდი შანსი აქვს სამსახურებრივ კიბეზე წინ წაიწიოს, ვიდრე მას, ვისაც უაზრო ჩვევები ახასიათებს. სულელური მანერები ნევროზისკენ მიდრეკილებაზე, შინაგან მოუმწიფებლობაზე მეტყველებს, რაც ადრე თუ გვიან მუშაობაზე აისახება.

შეიძლება წარმოდგენაც არ გაქვთ, რომელ წვრილმანებზეა საუბარი, რომელთაც შეუძლიათ თქვენს წინსვლაზე გავლენა მოახდინონ. თქვენ მათ აუცილებლად გამოასწორებთ, ამისთვის კი თავზე უნდა იმუშაოთ.

ტუჩების ლოკვა

ადამიანი, რომელიც ტუჩებს ილოკავს ან იკვნეტს, არასასიამოვნო საყურებელია. ცხადია მღელვარებისგან პირი უშრება და თავს გასცემს – უნებლიეთ ტუჩებს ილოკავს. გინდათ, ყველამ გაიგოს, რომ თავშეკავებულობასთან დაკავშირებით პრობლემა გაქვთ? მაშინ, უხეირო ჩვევისგან გათავისუფლდით.

საღეჭი რეზინის ბუშტების გახეთქვა

საღეჭი რეზინის გამოყენებას მიეჩვიეთ? საქებარია. კარგია, თუ ამ გამოგონებას უყურებთ, როგორც მხოლოდ ჰიგიენურ საშუალებას, რომელიც კბილების გაწმენდასა და სუნთქვის განახლება–გაგრილებას ეხმარება და ჭამის შემდეგ მხოლოდ 15 წუთი ღეჭავთ.

თუ ასე არ იქცევით? თუ რეზინი მთელი დღე პირში გაქვთ, ტუჩებს განუწყვეტლივ აწკლაპუნებთ და დროდადრო თანამშრომლების თვალწინ ბუშტებს ბერავთ? მეტად "ესთეტიკური” სანახაობაა. შეიძლება პირში ცუდი სუნი (ჰალიტოზი) გაწუხებთ, მაგრამ მისგან გასათავისუფლებლად არსებობს სხვა, ნაკლებად "თვალსაჩინო” საშუალებები, მაგალითად, ყინულკარამელი. უმჯობესი იქნება, კუჭი გამოიკვლიოთ და კბილებზე იმკურნალოთ, რაც პირში უსუფთაო ჰაერის მთავარი მიზეზია. რეზინის ღეჭვა კი შეწყვიტეთ, ეს მოზრდილებს არ შეეფერებათ. თუ არა და, ხელმძღვანელობა შეგნებულ მუშაკად არ ჩაგთვლით და რაიმე სერიოზულს არ განდობთ.

ფრჩხილების კვნეტა

ადამიანის ცქერა, რომელიც ფრჩხილებს იკვნეტს, უკიდურესად არასასიამოვნოა, ამავდროულად, ეს არაჰიგიენურიცაა. ალბათ ამას დედაც გეუბნებოდათ, თუ ეს მავნე ჩვევა ბავშვობიდან დაგჩემდათ. თქვენს "საყვარელ” საქმეს ფსიქიატრები "აკვიატებული მდგომარეობის ნევროზს” უწოდებენ. ამით შინაგან დაძაბულობასა და მასთან გამკლავების უუნარობას ამჟღავნებთ. სამწუხაროდ, ეს მუშაკის იმიჯზე ცუდად მუშაობს (სხვათა შორის, შეგიძლიათ მწარე ფრჩხილების ლაქი შეიძინოთ, ის დაგეხმარებათ).

უწესრიგობა

სამუშაოს გონივრულად ორგანიზების ნიჭი საქმის წარმატებით დამთავრების საწინდარია. პირველ რიგში, რევიზია თავში ჩაატარეთ, შემდეგ მაგიდაზე, გარდერობში, ჩანთაში წესრიგი დაამყარეთ. მას შემდეგ, რაც ისწავლით, ყველაფერს თავისი ადგილი მიუჩინოთ, შესანიშნავი საქმიანი თვისებების მქონე პიროვნებად ჩამოყალიბდებით.

მაგრამ სანიმუშო წესრიგის დამყარებაში ზედმეტი არ მოგივიდეთ. შენიშნულია: თანამშრომელს, რომლის მაგიდაზეც სტერილური სისუფთავე და ზედმეტი არაფერია, კოლეგები დამატებით საქმეს გამოუჩენენ. ბევრს ისეთი შთაბეჭდილება რჩება, რომ ის აბსოლუტურად არაფრითაა დაკავებული.

გარეგნობა

ახდენს თუ არა გავლენას გარეგნობა კარიერაში თქვენს წარმატებაზე? ბევრ პროფესიაში, მაგალითად, ოფისმენეჯერის, ხელმძღვანელის დამხმარის, თანამშრომლის, რომელსაც კლიენტებთან მოლაპარაკებები ევალებათ, თანამდებობაზე დანიშვნისას განსაკუთრებით აღნიშნავენ, პიროვნება როგორ გამოიყურება. ბევრ სხვა შემთხვევაში გაცილებით მნიშვნელოვანია საერთო სასიამოვნო შთაბეჭდილება: თავის დაჭერა, საუბარი, თავზე ზრუნვა (ვარცხნილობა, მაკიაჟი, მანიკიური), სტილი (ადგილისა და დროის შესატყვისად შერჩეული სამოსი).

კატეგორია: საინტერესო ამბები | ნანახია: 558 | დაამატა: buka | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
შესვლის ფორმა
კალენდარი
«  იანვარი 2014  »
ორსამოთხხუთპარშაბკვ
  12345
6789101112
13141516171819
20212223242526
2728293031
ჩვენი გამოკითხვა
მოგწონთ ჩვენი საიტი?
სულ პასუხი: 15729
სტატისტიკა

სულ ონლაინში: 1
სტუმარი: 1
მომხმარებელი: 0