12:47 PM უცხოპლანეტელების შესახებ | |
ჩემი წიგნის ლინკი ადრეც მედო, თან არაერთ ბლოგსა თუ ფორუმზე, მაგრამ კორექტივები შევიტანე და ბევრი ახალი რამ დავამატე. თან word-ში syfleen შრიფტით გადავიწერე, რათა ლათინურით არ შეცვლილიყო. დამეთანხმებით ძალიან საინტერესო თემაა პალეოკონტაქტის თეორია. ზოგს სჯერა უცხოპლანეტელების არსებობა, ზოგიც სკეპტიკურადაა განწყობილი, მაგრამ ისეა თუ ასეყველას აინტერესებს. მეც მუდამ მიზიდავდა ეს თემა და ამ დაუოკებელმა ინტერესმა დამაწყებინა სერიოზული მუშაობა, რისი საბოლოო ნაყოფიც ეს წიგნია. შევეცადე ის არყოფილიყო არაფრისმომცემი დეტალებით გადატვირთული და გამომსვლოდამაქსიმალურად ლაკონური – მოცულობაში შეკუმშული, სადაც ყველა დეტალს დიდი დატვირთვა ექნებოდა და ვთვლი გამომივიდა კიდეც. წიგნში მრავლადაა ძველიფრესკები, ბარელიეფები თიხის ფირფიტები და სხვა, რომლებზეც აგებულია მსჯელობის დიდი ნაწილი. განხილულია ძველი მითები, თქმულებები და ასე შემდეგ. წიგნი 95 გვერდიანია, მაგრამ ამ ეტაპზე მხოლოდ ერთ პატარა თავს შემოგთავაზებთ. პროტოტიპები მსოფლიოში როგორც წინა თავებში დაინახეთ სხვადასხვა ხალხის მითებს შორის ძალიან დიდია საერთო. ასევე დიდია მსგავსება იმ არსებებისა, რომლებზედაც ეს მითები მოგვითხრობენ. შუმერული ხელნაწერებიდან ირკვევა, რომ ანუნაქები იყვნენ „შუამავალნი გამჩენსა და გაჩენილს შორის, ვინაიდან განუზომელი უფსკრულია მათ შორის". ეს არსებები იმ მიზნით დაეშვნენ დედამიწაზე, რომ ველური ადამიანი ექციათ კულტურულ კაცად (homo ანუნაქები მჯდომარედ არიან გამოსახულნი და მათთნ ძღვენი მიაქვთ. ისინი ფიზიკური კონდიციებით აღემატებიან ადამიანებს. ზოგიერთ ფირფიტაზე თითქოს არ გამოირჩევიან სიმაღლით, მაგრამ თუ გავითვალისწინებთ, რომ ზიან, ფეხზე დამდგარნი ბევრად მაღლები გამოჩნდებიან. ახლა კი მსურს შუმერულ ღმერთთა – ანუნაქთა პროტოტიპები მოვიყვანო სხვადასხვა წყაროებიდან. ანუნაქები იყვნენ ანუსა და კის შვილები. ანუ იყო ცის ღმერთი, ხოლო კი დედამიწის ღვთაება. როგორც ვიცით, ისინი იყვნენ მაღლები და განათლებას აძლევდნენ ხალხს. მათ პროტოტიპებად მიმაჩნია ტიტანები. ისინი იყვნენ ურანოსისა და გეას შვილები. ურანოსი ცის ღვთაება, ხოლო გეა – დედამიწის. ტიტანებიც იყვნენ მაღლები და დააკვირდით ამ ბარელიეფებს სადაც ანუნაქები არიან გამოსახულნი. მათ გირჩებზე უკვე გავამახვილეთ ყურადღება, მაგრამ ასევეძალიან საინტერესოა ის სათლები, რომლებიც მათ უჭირავთ. ზუსტად იგივენაირი სათლი უჭირავს ოლმეკურ წვიმის ღმერთს, რომელიც გამოსახულია ქვემოთ ნაჩვენებ ლა ვენტას სტელაზე. ასევე ძალიან საინტერესოა ლეგენდა, რომელიც დღემდე შემორჩამდინარე ჯუბასა და ტბა რუდოლფს შორის მცხოვრებ სომალელებს. ეს არის უწყლო რაიონი. აქ შეხვდებით ამომშრალ ჭებს, რომელთ სიღრმე 25 მეტრს აღწევს. როგორც სომალელები ამბობენ ეს ჭები გოლიათებმა ააშენეს, რომელთ სიმაღლეც სამ მეტრს აღწევდა. თურმე მხოლოდ მათ შეძლებიათ გაენგრიათ კედლები „უჩვეულო ხერხით". სომალელები ჭების მშენებლებს ეს ფეხის ნაკვალევი ორი ფუტის ანუ დაახლოებით 61 სანტიმეტრის სიგრძისაა.
გადავიდეთ ანგელოზებზე. ისინი ითვლებიან უხილავ, უსხეულო არსებებად, რაც მე არ მიმაჩნია მართებულად. დაბადება ამის შემდეგ ისინი გახდნენ დაცემული ანგელოზები ანუ ნიფილიმები. თქვენი აზრით, შეუძლია უსხეულო არსებას ადამიანთან სქესობრივი კავშირის დამყარება? მათ დაინახეს, რომ „მშვენიერნი იყვნენ ადამიანთა ასულები". რატომ ვერ ხედავდნენ აქამდე, ჰომო საპიენსი ხომ 150 ათასი წლის წინ ჩამოყალიბდა? ეს კიდევ ერთხელ ამტკიცებს, რომ მოხდა 32.ცუდი ხმები გაავრცელეს ისრაელიანებში მათ მიერ დაზვერილ ქვეყანაზე. გიგანტთა რასა თანდათან შეერწყა ადამიანთა მოდგმას, მაგრამ მათი გენეტიკის გავლენით დღემდე შემორჩენილი არიან გიგანტები. ეზეკიელის წინასწარმეტყველება ეზეკიელის მიერ დანახული ეს ოთხი ცხოველი, ქმნის სფინქსის ხატებას, რომელსაც მრავალ კულტურაში აქვს ფეხი მოკიდებული. ამ მსგავსებას მხოლოდ ერთი ახსნა აქვს – ეზეკიელმა და ამ ქანდაკების შემქმნელებმა ერთი და იგივე რაღაცა ან ვიღაცა ნახეს. არაბი ისტორიკოსი, ტაკი ად-დინ აჰმად ბენ ალი ბენ აბდ ალ-კადირ ბენ მუჰამად ალ-მაკრიცი (1364-1442), ნაშრომში „ჰიტატი", ენოქს ეგვიპტის პირამიდების მშენებელად იხსენიებს. აქვე გვაცნობებს, რომ მას სხვადასხვა ერის ხალხი, სხვადასხვა სახელით იცნობდა – ენოქი, ალი საურიდი, იდრისი და ჰერმესი. ყველას მოგეხსენებათ ჰერმესის ვინაობა ბერძნული მითოლოგიიდან – ღმერთების ნების მაცნე, ზევსის შიკრიკი და მისივე ნების აღმსრულებელი. რაოდენ გასაკვირიც არ უნდა იყოს ენოქსაც იგივე მოვალეობა აქვს ძველი აღთქმის ტრადიციებში და სახელიც იდენტურია, რის საფუძველზე თამამად შემიძლია განვაცხადო, რომ ისინი ერთ და იგივე | |
|
სულ კომენტარები: 0 | |