
ჩვენს სამყაროში ანომალიურ მოვლენებს შორის ერთ-ერთი ყველაზე გამორჩეული და იდუმალებით მოცული – ადამიანთა უნებლიე აალება-დაწვაა. ასეთ მოვლენას პიროკინეზი ეწოდება. მეცნიერები დღემდე ვერ უძებნიან თვითაალებას ახსნას. ზოგიერთი თვლის, რომ ორგანიზმში უცნობი ქიმიური პროცესები იწყებს მოქმედებას, რის გამოც ორგანიზმის ტემპერატურა მაღლა იწევს და სიმხურვალე ალის სახით გამოიყოფა გარეთ. ისტორიაში თვითაალების ფაქტები არც თუ დიდ იშვიათობას წარმოადგენს. ასე მაგალითად, 1731 წელს იტალიაში იმდროისათვის უცნობი სულისშემძვრელი ამბავი მოხდა. გრაფინმია კორნელია მსახურმა ქალმა საძინებელ ოთახში, მისი საწოლის გვერდით, ფერფლის გროვაში იპოვა, ფერფლში გრაფინიას თავი, სამი თითი და ფეხები იყო. იმ ღამეს კორნელია სრულიად ჯანმრთელი დაწვა დასაძინებლად, შინ უცხოც არავინ შესულა. დიდი კვლევა-ძიების მიუხედავად მაინც უცნობი დარჩა ქალბატონის უეცარი სიკვდილის ფაქტი
|
5 იანვრიდან ჩინეთის ქალაქ ჰარბინში სტარტს იღებს რიგით 30–ე ჰარბინის ყინულისა და თოვლის საერთაშორისო ფესტივალი. გიგანტური სკულპტურების შექმნით 10 ათას ადამიანზე მეტია დაკავებული. აღნიშნულ პროექტში მონაწილეობენ სახელოვნებო გუნდები ჩინეთიდან, რუსეთიდან, ფინეთიდან, კანადიდან, მალაიზიიდან, სინგაპურიდან და სხვა ქვეყნებიდან. ფესტივალისთვის საჭირო მასალას მდინარე სუნგარიზე მოიპოვებენ
|
კრიშტიანუ რონალდუს „ოქროს," მსოფლიოს ცნობილი გამოცემები გამოეხმაურნენ.
|
ერთი შეხედვით ჩვეულებრივი ტელეფონის ჯიხური, მხატვრის ბენედეტო ბუფალინოსა (Benedetto Bufalino) და განათების დიზაინერ ბენუა დეზილის (Benoit Deseille) მიერ არაჩვეულებრივ შემოქმედებით ნიმუმად იქცა.
|

ერთხელ ბრიტანელ მხატვარს ჯეიმს რეინოლდს ხელში ჩაუვარდა წიგნი ამერიკაში სიკვდილმისჯილ ადამიანებზე. სწორედ ამ წიგნმა შთააგონა იგი შეექმნა ფოტოსერია იმ უცნაურ სადილებზე, რომლებსაც ითხოვდნენ სასჯელის მოქმედებაში მოყვანის წინ დამნაშავეები. ჯეიმს რეინოლდსმა ფოტოგადაღებების დროს შეარჩია ციხისთვის ტრადიციული ნარინჯისფერი ლანგარი და მეტნაკლებად უცნაური პროდექტები, რომლებიც მსჯავრდებულებმა სიკვდილის წინ მოიხოვეს. ასე მაგალითად, მიუხედავად იმისა, რომ დამნაშავეს ნებას რთავდნენ 40 დოლარის ფარგლებში ნებისმიერი პროდუქტი მოეთხოვა ვიქტორ ფეგერმა (შტატი აიოვა) 1963 წელს, რომელიც გასამართლებული იყო მკვლელობისათვის, სასჯელის აღსრულებაში მოყვანამდე მხოლოდ ერთი მარცვალი ზეთის ხილი მოითხოვა.
|

მეცნიერებმა დაადგინეს ონკოლოგიური პროცესების განვითარების ორი ძირითადი მიზეზი. აღმოჩნდა, რომ ცხოველური საკვები და მოწევა ყველაზე მეტად ახდენს გავლენას კიბოს უჯრედების აქტივობაზე. აღნიშნული დადასტურებული იყო საერთაშორისო კვლევის ფარგლებში, რომელიც ეყრდნობა ონკოლოგიური დაავადებების გლობალურ მაჩვენებლებს. კვლევაში გათვალისწინებული იყო მონაცემები 157 ქვეყანაში კიბოთი დაავადებისა და კიბოს ყველა ძირითადი სახეობის შესახებ. შემთხვევათა დაახლოებით ნახევარი მოწევასთან ან ცხოველური წარმოშობის საკვების ხშირ მოხმარებასთან ასოცირდებოდა. ცალკე ჯგუფში აღმოჩნდნენ პაციენტები, რომელთათვისაც კიბოს განვითარება ალკოჰოლის გადაჭარბებულ გამოყენებას უკავშირდებოდა
|
ის, რაც ძალიან გემრიელია, ყოველთვის არ არის სასარგებლო ჩვენი ჯანმრთელობისათვის. პოპულარული მავნე პროდუქტების რეიტინგს „ჩიფსი" ლიდერობს. ეს „ნუგბარი" დღის სინათლეს 1853 წელს მოევლინა, ნიუ-იორკის შტატის პატარა ქალაქ სარატოგ სპრინგსის კაფე „მენ ლაიქ ჰაუზში"
|
|