მთავარი » 2014 » იანვარი » 21

ტვინის ცერებრული ქერქი აკონტროლებს ფიქრებისა და ენის ურთიერთქმედებას. ცერებრულ ქერქში ალკოჰოლის შეღწევისას ადამიანი მოდუნებული ხდება, თუმცა ტვინი თავისუფლდება ყოველგვარი უარყოფითი განცდისაგან. ლუდი ხელს უწყობს ადამიანის კრეატიულობას. თუმცა ლუდის გადაჭარბებული რაოდენობა მეხსიერებას აქვეითებს.

მამაკაცებს 40 წლის ზევით, რომლებიც სვამენ ორ და მეტ ბოთლ ლუდს დღეში, მეხსიერების დაქვეითება ემუქრებათ. ბრიტანელი მეცნიერები 5000 მამაკაცს 20 წლის განმავლობაში აკვირდებოდნენ და შედეგად აღმოაჩინეს, რომ ლუდის გადაჭარბებული სიყვარული იწვევს მეხსიერებისა და აზროვნების ნაადრევ დაქვეითებას.

კვლევის ავტორი დოქტორი სევერინ საბია, აცხადებს -" ჩვენი კვლევა ჩატარდა შუახნის მამაკაცებზე და დადგინდა რომ, ალკოჰოლიზმი იწვევს შემეცნებითი ფუნქციის სწრაფ გაუარესებას მამაკაცებში"

Категория: სასარგებლო რჩევები | Просмотров: 670 | Добавил: buka | Дата: 2014-01-21 | Комментарии (0)

კიბოს წინააღმდეგ მკურნალობის ახალი მეთოდი ნაპოვნია.
უახლესი ტექნოლოგიების მეშვეობით, მეცნიერებმა უკვე განკურნეს კიბოთი დაავადებული, სასიკვდილოდ განწირული ადამიანი - გამოცდილი უახლესი მეთოდი, სიმსივნური დაავადებების გარდა, ადამიანის სხვადასხვა ინფექციური ავადმყოფობებისგან განკურნების საშუალებაც იქნება. 
ექიმები პროგნოზირებენ, რომ დაახლოებით 3-5 წელში, ახალი მეთოდი სამედიცინო პრაქტიკაში ოფიციალურად დაინერგება და ბევრი ავადმყოფი სრულად გამოჯანმრთელდება.
Категория: საინტერესო ამბები | Просмотров: 615 | Добавил: buka | Дата: 2014-01-21 | Комментарии (0)

ლეგენდარულმა მსახიობმა ლეონარდო დიკაპრიომ აღიარა, რომ მასაც აქვს სუსტი წერიტილი, თუმცა ეს სულაც არ არის აქამდე ვერაფრით მოპოვებული „ოსკარი". ვარსკვლავს ძალიან უყვარს პიჯაკები.

39 წლის დიკაპრიომ ამის შესახებ გამოცემა OK-თან ისაუბრა.

„ჩემი მთავარი ცდუნება პიჯაკების ყიდვაა. არ მომწონს მანქანები და კერძო თვითმფრინავები. არ მაქვს უამრავი სამოსი, მაგრამ თუ ვხედავ პიჯაკს და ვთქვათ მაქვს მსგავსი, მაგრამ განსხვავებული ქსოვილის და სხვანაირი საყელოთი, აუცილებლად უნდა შევიძნო ის"

გარდა ამისა მსახიობი აცხადებს, რომ არასდროს ხარჯავს ფულს ექსრავაგანტულ ნივთებში:

„ყველაზე ძვირადღირებული რამ, რაც ოდესმე მიყიდია, ეს იყო სახლი დედაჩემისთვის. შემდეგ მე მას კიდევ ერთი, უფრო დიდი სახლი ვუყიდე. კიდევ ენდი უორჰოლის ნამუშევარი მაქვს, მაგრამ დედაჩემის სახლი უფრო ძვირი ღირს" – აღნიშნავს ლეონარდო.

Категория: საინტერესო ამბები | Просмотров: 637 | Добавил: buka | Дата: 2014-01-21 | Комментарии (0)

ამერიკელმა მსაიხობმა, კომიკოსმა და ტელეწამყვანმა ჯოან რივერსმა, მორიგი მსხვერპლი იპოვნა: ამჯერად 80 წლის ბიზნესლედიმ და ტელევასრკვლავმა, კიმ კარდაშიანის და კენი ვესტის ქალიშვილი, ნორტ ვესტი გააკრიტიკა.

აღსანიშნავია, რომ რივერსი ოდნავადაც არ შეუწუხებია იმ ფაქტს, რომ მისი საკმაოდ კრიტიკული და უხეში სიტყვები, პატარა ბავშვის მისამართით იყო წარმოთქმუილი:

"ეს ბავშვი მახინჯია…არასდროს მინახავს 6 თვის ბავშვი, რომელსაც ეპილაცია ესაჭიროება” – განაცხადა კომიკოსმა მსახიობმა.

როგორც ჩანს ტელევარსკვლავს და ბიზნესლედის დღემდე ახსოვს კიმის და კენის ქალიშვილის პირველი ფოტო. სურათზე ახალშობილი ნორტი შესანიშნავად გამოიყურება. ფოტოს სოციალურ ქსელში არაერთგვარი გამოხმაურება მოჰყვა. სოც-ქსელის მომხმარებელთა ერთმა ნაწილმა აღნიშნა, რომ წყვილის ქალიშვილი ლამაზია, დანარჩენებმა კი ჩათვალეს, რომ კიმი ახალშობილს წარბების კორექციას უკეთებს.

როგორც ცანს ჯოანს სკანდალის თავიდან აგორება სურს. ამ უხეშ "ხუმრობაზე” კომენტარი არ გაუკეთებიათ კიმ კარდაშიანს და კენი ვესტს.

Категория: საინტერესო ამბები | Просмотров: 627 | Добавил: buka | Дата: 2014-01-21 | Комментарии (0)

1- ის იცავს თქვენს გულს- კვლევამ აჩვენა, რომ ყურძენი აუმჯობესებს სისხლძარღვებში სისხლის მოძრაობას, შესაბამისად აბალანსებს არტერიულ წნევას. ყურძნის რეგულარული მიღების შედეგად თქვნ ხელს შეუწყობთ  სისხლის ნაკადის შეუფერხებელ მოძრაობას სხვადასხვა ორგანოში. ამ ხილის დახმარებით თქვენ ასევე გაამდიდრებთ უჯრედებს ჟანგბადითა და სხვადასხვა სახის მინერალებით.

Категория: სასარგებლო რჩევები | Просмотров: 604 | Добавил: buka | Дата: 2014-01-21 | Комментарии (0)

"ჰარი პოტერის” ავტორის, მწერალ ჯოან როულინგის ესკიზის მიხედვით შექმნილი სამაჯური, აუქციონზე იყიდება. აუქიციონის ორგანიზატორთა აზრით, სამაჯური დაახლოებით 24 000 დოლარად გაიყიდება. შემოსული თანხა ქველმოქმედებას მოხმარდება.

ვერცხლის სამაჯურზე 12 სიმბოლო კიდია. ყველა მათგანი "ჰარი პოტერის” სამყაროს სიმბოლიკის მიხედვითაა შექმნილი. მათ შრის არის გამანაწილებელი ქუდი, სიკვდილის საჩუქრების სიმბოლო, ოქროს სნიჩი და ისტორიის მთავარი გმირის, ჰარი პოტერის სათვალის მინიატურული ვერსია. სამაჯური როულინგის ესკიზის მიხედვით ბრიტანეთში ერთ-ერთმა ცნობილმა საიუველირო ფირმამ შექმნა. სამკაულს სახელიც აქვს - Lumos Maxsima. მისი გაყიდვიდან შემოსული თანხა, გაჭირვებულ მრავალშვილიან ოჯახებს გადაერიცხებათ.

Категория: საინტერესო ამბები | Просмотров: 682 | Добавил: buka | Дата: 2014-01-21 | Комментарии (0)

ბესტსელერ „ჰარი პოტერის" ავტორი, ჯოან როულინგი, პროდიუსერი და პიესის თანაავტორი ხდება. ხსენებული პიესა ჰარი პოტერის ბავშვობაზე, ჰოგვარტსში გამგზავრებამდე მისი ცხოვრების შესახებ მოგვითხრობს.

შედეგად მაყურებელი მოისმენს იმ ისტორიას, რომელიც პირველ წიგნში „ჰარი პოტერი და ფილოსოფიური ქვა" არ მოხვდა.

Категория: საინტერესო ამბები | Просмотров: 611 | Добавил: buka | Дата: 2014-01-21 | Комментарии (0)

ბრიტანულმა გამომეცმლობა Bloomsbury-მა იმ მხატვრის სახელი გაამხილა, რომელიც ჰარი პოტერის ახალი წიგნებისთვის ილუისტრაციებს ქმნის. მას ჯიმ კეი ეწოდება. ინფორმაცია  და ჯოან როულინგის წიგნების მთავარი პერსონაჟის, ჰარი პოტერის ახალი იმიჯის ფოტო, სოციალურ ქსელებში 6 დეკემბერს გავრცელდა. 

შვიდი წიგნისგან შემდგარი სერია ჰარი პოტერის შესახებ, რომლებიც ფერადი ილუსტრაციებით იქნება გაფორმებული, გაყიდვაში 2015 წელს გამოვა. აქამდე როულინგის წიგნები დიდ ბრიტანეთში, ილუსტრაციების გარეშე იბეჭდებოდა.

Категория: საინტერესო ამბები | Просмотров: 575 | Добавил: buka | Дата: 2014-01-21 | Комментарии (0)


წარმატებული ადამიანები ყოველი დღის, ყოველი კვირის ან ყოველი თვის ბოლოს საკუთარი საქმიანობის შესახებ დასკვნებს აკეთებენ. მათ მოღვაწეობას თან სდევს სოციალური, პოლიტიკური და ეკონომიკურ ცვლილებები. ასე, რომ ისინი ყველაფერს აანალიზებენ და მუდმივად წინასწარ შემუშავებული სტრატეგიით ან რისკით მოქმედებენ.

წლის შეჯამება და მომავალი წლის ზოგადი დაგეგმვაც წარმატების მიღწევის საწინდარია. გონიერი  და წინდახედული ადამიანები ახალ სამუშაო წელს მოუმზადებლად არ ეგებებიან.  თუკი თქვენც სხვათა გამოცდილების გაზიარება გსურთ, შემდეგნაირად მოიქეცით:

Категория: საინტერესო ამბები | Просмотров: 589 | Добавил: buka | Дата: 2014-01-21 | Комментарии (0)

ინტერნეტში ძალიან სახალისო ლექსიკონი გავრცელდა. მასში შესულია თანამედროვე ქართული ჟარგონები და მათი ძველქართული განმარტება. როგორ ახსნიდა სულხან საბა-საბა ორბელიანი თანამედროვე ჟარგონებს?

Категория: საინტერესო ამბები | Просмотров: 663 | Добавил: buka | Дата: 2014-01-21 | Комментарии (0)

20111109-164009-306

დღეს შაქრიანი დიაბეტი ერთ-ერთ უმთავრეს სამედიცინო-სოციალურ პრობლემად მიიჩნევა. დღესდღეობით მსოფლიოში 120 მილიონამდე დიაბეტიანია, ხოლო 2025 წლისთვის, მედიკოსთა პროგნოზით, მათი რიცხვი 260 მილიონს მიაღწევს.
ზოგ შემთხვევაში დიაბეტი შეიძლება არ გამოვლინდეს საკმაოდ დიდი დროის მანძილზე. დაავადების სიმპტომები სხვადასხვა ტიპის დიაბეტის დროს სხვადასხვაა. ზოგჯერ არ არის არანაირი ნიშანი, დიაბეტი კი ვლინდება ექიმთან შემთხვევითი ვიზიტის დროს. თუმცა არსებობს გარკვეული მსგავსი ნიშნები. მათი გამოხატვა დამოკიდებულია ინსულინის გამომუშავების შემცირების ხარისხზე, ინდივიდუალურ თავისებურებებზე და დაავადების ხანგრძლივობაზე. როგორც ყველა დაავადების სამკურნალოდ აქაც მნიშვნელოვანია, ადრეულ ეტაპებზევე დადგინდეს დაავადება, რაშიც შემდეგი სიმპტომების არსებობა დიდ როლს თამაშობს:

Категория: საინტერესო ამბები | Просмотров: 602 | Добавил: buka | Дата: 2014-01-21 | Комментарии (0)

როგორც იქნა, საზოგადოების დიდ მოლოდინს წერტილი დაესვა, 2014 წლის ოსკარის ნომინაციები უკვე ცნობილია.

წარმოდგენილ ნომინანტებს შორის ძალიან ბევრ ცნობილ სახესა თუ ფილმს შეხვდებით. ცხადია, მათ შორის არიან ოქროს გლობუსით დაჯილდოვებული მსახიობებიც- ჯენიფერ ლოურენსი, მეთიუ მაკ-კონეჰი, ლეონარდო დი კაპრიო, ემი ადამსი

Категория: საინტერესო ამბები | Просмотров: 621 | Добавил: buka | Дата: 2014-01-21 | Комментарии (0)

გადატვირთულ ცხოვრებაში, ხშირად უნდა შევჩერდეთ და დავფიქრდეთ – ვადგავართ თუ არა სწორ გზას. ეს მხოლოდ კარიერას არ ეხება, არამედ ცხოვრებას, პერსონალურ ურთიერთობებს და თუნდაც მთელ მსოფლიოს ჩვენს გარშემო. ცხოვრება სამაოდ ხანმოკლეა, ამიტომ ახლავე გააკეთეთ შემდეგი:

Категория: სასარგებლო რჩევები | Просмотров: 631 | Добавил: buka | Дата: 2014-01-21 | Комментарии (0)

დიდი ბრიტანეთის დედოფალი ელიზაბეტ II, 88 წლის ასაკშიც განაგრძობს სამეფო მოვალეობების შესრულებას, თუმცა ასაკი თავისას შვრება. დედოფალი მზადაა ტახტის დასათმობად. ელიზაბეტ II-მ გადაწყვიტა მისი მოვალეობების ნაწილის შესრულება, 65 წლის შვილს პრინც ჩარლზს გადააბაროს.

ძალაუფლების გადაცემა ეტაპობრივად მოხდება, რაც იმას ნიშნავს, რომ დროთა განმავლობაში ელიზაბეტი ეტაპობრივად იტყვის უარს მონარქის ზოგიერთი ტრადიციული მოვალეობის შესრულებაზე. ბრიტანეთის სამეფო სახლის წევრები და სამეფო ოჯახთან დაახლოვებული პირები, დედოფლის გადაწყვეტილებას „ბრძნულს" და „ბუნებრივს" უწოდებენ. პირველი ნაბიჯი ახალი წყობის მისაღებად, ელიზაბეტ II-ის და პრინც ჩარლზის პრეს-სამსახურების გაერთიანება იყო.

Категория: საინტერესო ამბები | Просмотров: 621 | Добавил: buka | Дата: 2014-01-21 | Комментарии (0)


ყავის წარმოშობის ისტორია ეთიოპიის მაღალმთიან რეგიონს უკავშირდება. ყავაც, ისევე, როგორც სხვა ბევრი სასარგებლო და საჭირო რამ, შემთხვევითობის შედეგად აღმოაჩინეს. უძველეს ეთიოპიაში ერთ-ერთი მწყემსი, სახელად კალდი თავის თხებს აძოვებდა. მწყემსმა შენიშნა, რომ თხების გააქტიურებას  რაიმე მოწითალო ფერის მარცვლები იწვევდა. თავისთავად, მაშინ ამ მცენარეს სახელი არც კი ჰქონდა, თუმცა დღესდღეობით ჩვენ მას ყავად მოვიხსენიებთ. კალდიმ მარცვლების ზემოქმედების გასაგებად მათი თავად გასინჯვა გადაწყვიტა. მართლაც, მწყემსმა კოფეინის ძალა შეიგრძნო და ამ ფენომენის ასახსნელად ადგილობრივ ბერებს მიმართა.

Категория: საინტერესო ამბები | Просмотров: 631 | Добавил: buka | Дата: 2014-01-21 | Комментарии (0)

45 რამ რაც გოგოს სურს და მალავს:


Категория: საინტერესო ამბები | Просмотров: 581 | Добавил: buka | Дата: 2014-01-21 | Комментарии (0)

ანდერძი უმეტეს შემთხვევებში იმისთვის იწერება, რომ ადამიანი გარდაცვალების შემდეგ მისი ნების აღსრულებაში დარწმუნებული იყოს. ზოგიერთი ადამიანი ამ შანს უბრალოდ ახლობლების შოკირების უკანასკნელ შანსად იყენებს.

Категория: საინტერესო ამბები | Просмотров: 1043 | Добавил: buka | Дата: 2014-01-21 | Комментарии (0)


მართლმადიდებელ ქრისტიანებს უკვე დიდი ხანია ამ დღის დადგომის ეშინიათ. ყველა მორწმუნეს ზარავს ის ნაწინასწარმეტყველევი პერიოდი,  როდესაც ,,ეშმაკისეული" ჩიპების ხანა უნდა დაიწყოს. ადამიანების დიდი ნაწილი კი ამ მოსაზრებას ირონით ხვდება და კანქვეშა მიკროჩიპებში ცუდს ვერაფერს ხედავს.

რამდენი სახის მოსაზრებაც არ უნდა არსებობდეს, ფაქტი ფაქტია. 2014 წლის მაისიდან მთელი ევროპის სახელმწიფო საავადმყოფოებში ახალშობილებს კანქვეშ ჩიპებს ჩაუდგამენ. იტალიური გაზეითის, Corrire di Roma-ს თქმით, ჩიპების ჩადგმა სავალდებულო იქნება.


Категория: საინტერესო ამბები | Просмотров: 588 | Добавил: buka | Дата: 2014-01-21 | Комментарии (0)

ალბერტ აინშტაინის ყველაზე ცნობილი სამეცნიერო ფორმულა E=mc2 ყველამ იცის, მაგრამ ცოტამ თუ იცის სხვა ფაქტები მისი ცხოვრებიდან.

Категория: საინტერესო ამბები | Просмотров: 648 | Добавил: buka | Дата: 2014-01-21 | Комментарии (0)

ადამიანის ტვინი ყველაზე დიდ ამოცანად რჩება მსოფლიოში. მართალია, მეცნიერებმა ბევრი საინტერესო ფაქტი დაადგინეს და ჩვენი ქცევების ამოცნობაც კი უკვე შესაძლებელია, მაგრამ ბევრი რამ ამოუცნობია.
იცით იმის შესახებ, თუ რამდენად სწორი და უტყუარია თქვენი მოგონებები? ან ის, თუ რამდენი ხნის განმავლობაში ყალიბდება თქვენი ჩვევები? ან რაოდენობა მეგობრებისა, რომლებიც შეგიძლიათ შეიძინოთ?
ეს და სხვა ფსიქოლოგიური ფაქტები დაგეხმარებათ უკეთ შეიცნოთ საკუთარი თავი:

Категория: საინტერესო ამბები | Просмотров: 571 | Добавил: buka | Дата: 2014-01-21 | Комментарии (0)

2005 წლის 12 მაისს საბერძნეთიდან, ათონის წმიდა მთიდან ყოვლადწმიდა ღვთისმშობლის ხატის „მსწრაფლშემსმენელის" ასლი ჩამობრძანდა. აღნიშნული ხატის დედანი დოქიარის მონასტერშია დასვენებული, იგი სავარაუდოდ X საუკუნეში დაიწერა. XVII საუკუნეში დოქიარის მონასტერში ასეთ სასწაული მოხდა: მონასტრის ტრაპეზარი ნილოსი ანთებული კვარით ხშირად ჩაუვლიდა ხოლმე ამ ხატს, რის გამოც იგი იჭვარტლებოდა. ერთხელაც ტრაპეზარს ხმა მოესმა, რომელიც აფრთხილებდა, არ ჩაედინა ამგვარი დაუდევრობა, მაგრამ ბერმა ამ ხმას ყურადღება არ მიაქცია, ვინაიდან ეგონა, მონასტრის ერთ-ერთი ძმა აფრთხილებდა. ტრაპეზარი ხატისადმი დაუდევარ მოპყრობას განაგრძობდა, ამიტომ ღვთისგან სასჯელი მიიღო: თვალისჩინი დაკარგა. ამ სასწაულის შემდეგ ბერი უდიდეს სინანულში ჩავარდა და მხურვალე ლოცვით სთხოვდა უფალს პატიებას. ყოვლადწმიდა ღვთისმშობელმა მას მართლაც თვალი აუხილა. დედა ღვთისმშობელმა ბერს ასევე აუწყა, რომ ამიერიდან ეს ხატი „მსწრაფლშემსმენელად" იწოდება, ვინაიდან იგი მსწრაფლ შეისმენს მონანული მორწმუნის ვედრებას და აღუსრულებს მას ღვთისთვის სათნო თხოვნას.

სწორედ ამ „მსწრაფლშემსმენელი" ხატის ასლი შეიქმნა ათონზე, რომელიც თბილისში ცხუმ-აფხაზეთისა და საჩხერე-ჭიათურის მიტროპოლიტმა დანიელმა (დათუაშვილი) და ზედაზნის მონასტრის წინამძღვარმა, არქიმანდრიტმა საბამ (კუჭავა) ჩამოაბრძანეს. აეროპორტში ხატს დახვდა სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი, უწმიდესი და უნეტარესი ილია II, სასულიერო პირები და მრევლი. ხატი ფეხით წამოაბრძანეს საქართველოს საპატრიარქოში, სადაც იგი საქართველოს ეკლესიის საჭეთმპყრობელმა აკურთხა. ამის შემდეგ „მსწრაფლშემსმენელის" ხატი ყოვლადწმიდა სამების საპატრიარქო ტაძარში გადააბრძანეს, სადაც მრავალრიცხოვანი მრევლის წინაშე პარაკლისი, სამღვდელოებასთან ერთად, უწმიდესმა და უნეტარესმა ილია II გადაიხადა. პარაკლისს დაესწრო საქართველოს პრემიერ-მინისტრი ბ-ნი ზურაბ ნოღაიდელი, პარლამენტარები.


Категория: წმინდანები | Просмотров: 867 | Добавил: buka | Дата: 2014-01-21 | Комментарии (0)

იყო ვინმე ქურივი დედაკაცი კეთილმორწმუნე და დიდად მოყუარე ღმრთისმშობელისაი და აქუნდა ხატი მისი შესავედრებელად სულისა თვისისა, რომელსაცა დიდითა სასოებითა პატივს სცემდა და ამბორს უყოფდა სურვილით. ოდეს იქმნა ხატთა ბრძოლაი მწვალებელთაგან, მძლავრი ვინმე მტარვალი შევიდა სახლსა მის ქურივისასა და იხილა ხატი იგი, ყოვლადწმიდისა დედოფლისა ჩუენისა, ჰოი მე, იხადა მახვილი და სცა ხატსა მას წმიდასა და ყოვლად პატიოსანსა, რაითამცა განაპო იგი. ეჰა საკვირველებათა შენთა ღმრთისმშობელო მარიამ, რამეთუ გარდამო და სისხლი, ვითარცა ცხოველისაგან. ესე რაი იხილა მტარვალმან, შიშმან შეიპყრა და დაეცა მიწასა ზედა, შესტირა და შეინანა და მოიქცა ხატთა ბრძოლისაგან და ჰრქუა დედაკაცსა მას: პატიოსანო დედაო სულიერო, ამიერითგან ხატი ესე წმიდა უჩინო-ჰყავ, რაითა არა სხუათა მძლავრთა იხილონ და ბოროტი რაიმე შეამთხვიონ ამას და შენცა. მას ღამესა ღირსი იგი დედაკაცი მრავლითა ცრემლითა და ლმობიერებითა ევედრა და თქუა: ყოვლადწმიდაო დედუფალო მარიამ, აქამომდე მცუელი ჩემი შენ ხარ და ნუგეშინისმცემელი ქურიობისა ჩემისაი. აწ კუალად მეცა დამიფარე და ხატიცა შენი. და წარიყუანა ხატი იგი ზღვისკიდესა და შთაასუენა მცირესა ნავსა და მისთანა სანთელი და საკმეველი, და ამბორს-უყო ლმობიერითა ცრემლითა და შეაცურვა ზღუასა.

-
Категория: წმინდანები | Просмотров: 664 | Добавил: buka | Дата: 2014-01-21 | Комментарии (0)

უძილობამ შეგაწუხათ? ნახევარი ღამე ცდილობთ დაძინებას, მაგრამ სასურველი შედეგი ვერ მიიღეთ? მაშინ  შემოდით  და გაიგეთ როგორ გავუმკლავდეთ ამ პრობლემას.
Категория: სასარგებლო რჩევები | Просмотров: 639 | Добавил: buka | Дата: 2014-01-21 | Комментарии (0)

რა თქმა უნდა, სამსახურში ადამიანს ჭკუითა და პროფესიული თვისებებით აფასებენ, მაგრამ არსებობს ათასი პატარა "აგური”, რომლითაც თქვენი იმიჯი იქმნება. ის დიდ გავლენას ახდენს თქვენ მიმართ ხელმძღვანელობის, კოლეგების დამოკიდებულებაზე და მათი განწყობის ხარისხს განსაზღვრავს.
Категория: საინტერესო ამბები | Просмотров: 573 | Добавил: buka | Дата: 2014-01-21 | Комментарии (0)

შესვლის ფორმა
კალენდარი
«  იანვარი 2014  »
ორ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
  12345
6789101112
13141516171819
20212223242526
2728293031
ჩვენი გამოკითხვა
მოგწონთ ჩვენი საიტი?
სულ პასუხი: 15730
სტატისტიკა

სულ ონლაინში: 1
სტუმარი: 1
მომხმარებელი: 0