9:05 PM პირამიდების გავლენა ძველი ეგვიპტის ეკონომიკურ მდგომარეობაზე | |
შეიძლება ითქვას, რომ პირამიდების მშენებლობა ძველმა ეგვიპტელებმა უხსოვარი დროიდან დაიწყეს – ჯერ კიდევ „ძველი სამეფო"-ს ეპოქის დასაწყისამდე. პირამიდის მშენებლობას ახალი მეფის ან ფარაონის ქვეყნის სათავეში მოსვლისთანავე ეყრებოდა საფუძველი. ასევე უნდა აღინიშნოს, რომ მშენებლობაში მხოლოდ მონები არ იღებდნენ მონაწილეობას, როგორც ეს დიდი ხნის განმავლობაში ითვლებოდა. ფაქტიურად ამ პროცესში თითქმის მთელი ეგვიპტე იყო ჩართული. პირამიდის მიმდებარე რაიონებში აღმოჩენილია მუშათა ქალაქები, რომლებიც მონაწილეობას იღებდნენ თანამედროვე მსოფლიოს ამ უდიდეს საოცრების შექმნის პროცესში. მეცნიერთა მტკიცებით, პირამიდის მშენებლობა ეგვიპტის მოსახლეობისათვის გარკვეული ვალდებულების მატარებელიც კი გახლდათ, რამდენადაც თითოეული მათგანი ვალდებული იყო რამოდენიმე წელი ემუშავა აკლდამების მშენებლობაზე. ფარაონის განსასველებლი უამრავ რესურსს მოითხოვდა, მათ შორის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი იყო რთულად და ძვირად მოსაპოვებელი ქვა, კირქვა. ამის გათვალისწინებით, დროში გაჭიანურებული მშენებლობა, საკმაოდ მძიმე ტვირთად აწვებოდა სახელმწიფოს ეკონომიკას.
ეგვიპტე პირამიდების მშენებლობის გამო არაერთხელ მისულა გლობალურ ეკონომიკურ კრიზისამდე. ძველი ეგვიპტის პირველ პირამიდად ითვლება ჯოსერი, რომლის მშენებლობის დროს მოსახლეობაში ძალზედ გაიზარდა უკმაყოფილება იმჟამინდელი მეფის მიმართ. ამ ყველაფერს ართულებდა ის ფაქტი, ქვეყანაში მის ასაგებად საჭირო ქვა რეალურად არ არსებობდა. ფარაონი უდიდეს ხარჯს სწევდა სამშენებლო მასალების შეძენა-ტრანსპორტირებისათვის. ამ ფაქტთან დაკავშირებით ზოგიერთ ძველეგვიპტურ ჩანაწერებში შემონახულია იმდროინდელი ეგვიპტური ანეკდოტი იმის შესახებ, რომ მეფე თავის გოგოს მეზობელი ქვეყნების დიდებულებთან დაწოლას აიძულებს, რათა მათ რაც შეიძლება მეტი ქვით მოამარაგებინათ ეგვიპტე. ეს ანეკდოტი გარკვეულწილად გამოხატულებაა იმჟამინდელი ეგვიპტის არასახარბიელო ეკონომიკური მდგომარეობისა.
| |
|
სულ კომენტარები: 0 | |