მთავარი » 2013 » აპრილი » 04

ამ მანქანას სუპერ ავტომობილისა მხოლოდ გარეგნობა აქვს – ის "ფერარი FFX-ის” სტილშია შესრულებული, თუმცა ისეთი ნელია…

აბა რა იქნება, მას ხომ ძრავის ნაცვლად, ადამიანი ამოძრავებს. უფრო სწორედ, მისი ფეხები.

ავსტრიელმა მხატვარმა ჰანეს ლანგედერმა თავისი უცნაური ახირება რეალობად აქცია. პლასტიკური მილების, კილიტასა (ფოლგის) და მუყაოსგან, იტალიური კომპანიის ერთ-ერთი ყველაზე გამორჩეული ავტომობილის ასლი შექმნა. და მას "ფარადი ფარფალა” უწოდა.

ამ სახელში ფარადი გერმანულად თურმე ველოსიპედს ნიშნავს, ფარფალა კი იტალიურად პეპელაა. ეს ასე უნდა გაიშიფროს – ველოსიპედის მამოძრავებელი კონსტრუქციის მქონე, პეპელასავით მსუბუქი მანქანა. "ფარადი ფარფალა” ორადგილიანია და სამოძრაოდ, მისი ორივე მგზავრის კუნთების ძალას იყენებს. ის მხოლოდ 100 კილოგრამს იწონის.

Категория: საინტერესო ამბები | Просмотров: 616 | Добавил: buka | Дата: 2013-04-04 | Комментарии (0)

არ ვიცი რა მინდა, დაღლილი ვარ, მინდა ვიყო მხიარული, არ ვიცი რა ვაკეთო და როგორ ვიცხოვრო, მინდა ვიყო მარტო და ვიფიქრო.

გახსოვდეთ! კარგი განწყობა წარმატებული ცხოვრების საფუძველია.

როდესაც ცუდ ხასიათზე ხართ, იფიქრეთ იმაზე, რომ ამ დროს თქვენ ცხოვრების ძვირფას წუთებს კარგავთ. განწყობა ადამიანის ყველა სფეროზე მოქმედებს. პოზიტიური განწყობით თქვენ შეგიძლიათ მთები გადადგათ, ბევრი კარგი საქმე გააკეთოთ და გადაჭრათ რთული პრობლემები.

Категория: საინტერესო ამბები | Просмотров: 608 | Добавил: buka | Дата: 2013-04-04 | Комментарии (0)

კვერცხის სასარგებლო თვიხებები

ფრინველის კვერცხი მაღალი კვებითი ღირებულების მქონე პროდუქტია. იგი შეიცავს თითქმის ყველა ამჟამად ცნობილ ვიტამინს, რომელთაგან განსაკუთრებით აღსანიშნავია A, D, E, K და P ვიტამინები. კვერცხის გულის თითქმის მესამედს ცხიმები შეადგენს. თუმცა კვერცხი, ძირითადად, საკვები ცილების წყაროა (კვერცხის წონის 13% ცილებია). კვერცხის ცილა და ცხიმი ბიოლოგიურად სრულფასოვან და ადამიანისთვის ადვილად ასათვისებელ ნივთიერებებს მიეკუთვნება.

თუმცა გაითვალისწინეთ: მიუხედავად კვერცხის მაღალი კვებითი ღირებულებისა, მისმა ჭარბმა მოხმარებამ შეიძლება გამოიწვიოს ნივთიერებათა ცვლის მოშლა ან ალერგიული რეაქცია.

ბაზარზე ძირითადად ქათმის, ინდაურის ან მწყერის კვერცხს ვხვდებით. ბატისა და იხვის კვერცხის მოხმარება თერმული დამუშავების გარეშე საკვებად აკრძალულია, რადგან ძალიან მაღალია მათი დასნებოვნების რისკი სალმონელის ჯგუფის ბაქტერიებით (5 წუთი ხარშვაც კლავს სალმონელას ბაქტერიას).

Категория: საინტერესო ამბები | Просмотров: 1179 | Добавил: buka | Дата: 2013-04-04 | Комментарии (0)

თუ გსურთ, ასაკმა ნაკლებად დააჩნიოს კვალი თქვენს გარეგნობას, დიდხანს შეინარჩუნოთ ახალგაზრდული განწყობა და ენერგია, ამაზე გამუდმებით უნდა იზრუნოთ. რა აძლევს ადამიანს ძალას, დარჩეს სულით ახალგაზრდა? უნიკალური რეცეპტი არ არსებობს. ზოგისთვის ეს სიყვარულია, ზოგისთვის – თვითსრულყოფის შესაძლებლობა. და მაინც, არსებობს რამდენიმე საიდუმლო, რომლებიც ახალგაზრდობის შესანიშნავ ხანას გაგიხანგრძლივებთ.

  • მეტი მოძრაობა. ასაკთან ერთად ნელდება ნივთიერებათა ცვლა, ჩნდება ზედმეტი წონა. საქმეს ფიზიკური დატვირთვა უშველის. არ არის აუცილებელი, თავით გადავეშვათ სპორტში – საკმარისია, უფრო მეტი ვიაროთ ფეხით. ეს საშუალებას მოგვცემს, შევინარჩუნოთ წვრილი წელი და მოქნილი ხერხემალი. სასურველია, ყოველ დილით გავაკეთოთ დილის გამამხნევებელი ვარჯიში, თუნდაც 7-10 წუთის განმავლობაში. შემდეგ მივიღოთ ცივი შხაპი ან ტანი სველი ტილოთი დავიზილოთ. ძალიან კარგია დილაობით სუფთა ჰაერზე სეირნობაც.
  • მოუარეთ კანს. აუცილებელი არ არის, ძვირად ღირებული კოსმეტიკური საშუალებები შეიძინოთ. რეგულარული მოვლა – აი, რა არის ყველაზე მნიშვნელოვანი. კვირაში ერთხელ გაიკეთეთ ნიღაბი სახეზე და დეკოლტეს მიდამოში. ნუ დაივიწყებთ მზისგან დამცავ საშუალებებს – მზის სხივები კანს აბერებს. საღამოობით პირი დაიბანეთ გადადუღებული წყლით, სახესა და ყელზე წაისვით მკვებავი, ხოლო ხელებზე – დამარბილებელი კრემი.
Категория: საინტერესო ამბები | Просмотров: 635 | Добавил: buka | Дата: 2013-04-04 | Комментарии (0)

შესვლის ფორმა
კალენდარი
«  აპრილი 2013  »
ორსამოთხხუთპარშაბკვ
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
2930
ჩვენი გამოკითხვა
მოგწონთ ჩვენი საიტი?
სულ პასუხი: 15729
სტატისტიკა

სულ ონლაინში: 1
სტუმარი: 1
მომხმარებელი: 0