მთავარი » 2013 » აპრილი » 09

პოკერი – თამაში , რომლის მიზანია მოიგო ფსონები, რაც შეიძლება მაღალი პოკერის კომბინაციით, რომელიც 5 კარტით იქმნება, ან აიძულო მოწინააღმდეგე შეწყვიტოს თამაში, ანუ ითამაშო ბლეფი.  არსებობს პოკერის სხვადასხვა სახეობა, რომლებსაც განსხვავებული წესები აქვს, მაგრამ ყველა სახის პოკერისთვის აუცილებელია კომბინაციები და ფსონები თამაშის მიმდინარეობისას.

გამომდინარე იქედან , რომ მოთამაშემ არ იცის მოწინააღმდეგის კარტი, პოკერი ითვლება თამაშად სადაც არ გაქვს სრული ინფორმაცია, როგორც სხვა თამაშებში (ჭადრაკი, ნარდი და ა.შ). ამიტომ რისკი და აზარტი პოკერის მოთამაშის ძირითადი მახასიათებელია

Категория: საინტერესო ამბები | Просмотров: 662 | Добавил: buka | Дата: 2013-04-09 | Комментарии (0)

ყავა, ღამე სწავლა

მალე ახლოვდება გამოცდები და შენ კი დრო არ გყოფნის სწავლისთვის? ღამე ძილი გერევა? რამდენიმე გამოცდილი ხერხია თუ როგორ არ უნდა დაგეძინოს ღამე სწავლისას და რამდენიმე ხერხი კონცენტრირებისთვის. რა თქმა უნდა პირადი გამოცდილებიდან და ცოტა მიღებული ცოდნიდან.
9 მარტივი რჩევა იმისთვის, თუ როგორ გავძლოთ ღამე და გავახადოთ მაქსიმალურად ნაყოფიერი.

განწყობის ფსიქოლოგია
როგორც ქართველი ფსიქოლოგი და ფილოსოფოსი დიმიტრი უზნაძე თვლიდა, განწყობა მართლაც ძალიან მნიშმვნელოვანია. მაგალიად როცა ხედავთ დაულაგებელ ლოგინს, შეიძლება ამ დროს განეწყობოდეთ ძილისთვის. დაღლილი როცა მოხვალ და საშინლად გეძინება და ამ დროს გადაშლილ საბანს, ფუმფულა ბალშის დაინახავთ რა თქმა უნდა ძილი მოგინდებათ. ამიტომ შეეცადეთ თქვენი სამუშაო გარემო ისე მოაწყოთ, რომ ძილისთვის არ განეწყობოდეთ და მოაწყვეთ გარემო ისე, რომ განგაწყოთ სწავლისთვის. აალაგეთ ლოგინი, ნუ წამოწვებით ბალიშზე მოხერხებულად მეცადინეობისას და ა.შ.

Категория: საინტერესო ამბები | Просмотров: 648 | Добавил: buka | Дата: 2013-04-09 | Комментарии (0)

სანამ ტელესკოპი Kepler მზის სისტემის საზღვრებს მიღმა პლანეტების მოძიებითაა დაკავებული, მეცნიერებმა გარკვეული შუალედური შედეგების გამოქვეყნება გადაწყვიტეს. ამ მიზნით, დენიელ ფაბრიცკის (Daniel Fabrycky) ხელმძღვანელობით სპეციალისტებმა ამ მომენტისათვის აღმოჩენილ ყველა ეგზოპლანეტაზე არსებული მონაცემები შეკრიბეს და ეს ყველაფერი პლანეტარიუმის მსგავსად წარმოადგინეს
Категория: საინტერესო ამბები | Просмотров: 663 | Добавил: buka | Дата: 2013-04-09 | Комментарии (0)


ავსტრალიის ქალაქ ვაგა-ვაგაში არაქნოფობების კოშმარი რეალობად იქცა – წყალდიდობის შემდეგ უამრავმა ობობამ აბლაბუდით დაფარა მიდამო. 1 კვირიანი თავსხმა წვიმის შედეგად გამოწვეულმა დატბორვამ აიძულა ობობები (ასევე მინიმუმ 13 000 ადამიანი), თავის გადასარჩენად სახლები დაეტოვებინათ.
Категория: საინტერესო ამბები | Просмотров: 644 | Добавил: buka | Дата: 2013-04-09 | Комментарии (0)

ამომავალი მზე: სურათზე ნაჩვენებია სამი სხვადასხვა, თუმცა მსგავსი ტემპერატურა

Категория: საინტერესო ამბები | Просмотров: 750 | Добавил: buka | Дата: 2013-04-09 | Комментарии (0)

-რომის ყველაზე პოპულარული შადრევანი არის ტრევის შადრევანი.იგი არქიტექტორ ნიკოლე სლავის უნიკალური ქმნილებაა,გვიანდელი  ბაროკოს სტილი აგებული.შადრევანი ამოქმედდა 1732 -53 წლებში.კომპოზიციის სიგანე 20მეტრია,სიმარლე 26მ.ცენტრში წარმოდგენილია ნეპტუნის ფიგურა.შადრევანი ცნობილია სპეციფიკური გემოს მქონე წყლით.

-მსოფლიოში სახელგანთქმული ფლორენციის გოთიკური ტაძრის მშენებლობა დაიწყო არნოლფო დი კამბითის ხელმძღვანელობით 1296 წელს და დაასრულა 1436 წელს.ბრწყინვალე გუმბათი (1420-32წწ.) შექმნა ფილიპო ბრუნოლესკიმ.

-უფიცის გალერეა არის მსოფლიოს და იტალიის ერთ-ერთი უდიდესი გალერეა.უფიცის სასახლე აშენდა 1560-74 წლებში.დღეს ამ უნიკალურ სივრცეში წარმოდგენილია იტალიური მხატვრობის თითქმის ყველა სკოლა,თუმცა სჭარრბობს ტოსკანური სკოლა.წარმოდგენილია,აგრეთვე გერმანელი მხატვრები(დიურერი,კრანახი,გოლბეინი) და მე-15-მე-17  საუკუნეების ნიდერლანდების მხატვრების(რემბრანტი,რუბენსი)ნამუშევრები.

-რაფაელ სანციო(1483-1520წწ.) იყო აღორძინების ეპოქის ერთ-ერთი ყველაზე სახელგანთქმული მხატვარი.იგი,დაიბადა 1483წ.ურბინოში,მხატვრის ოჯახში.მის,უნიკალურ ქმნილებათა შორის აღსანიშნავია:”ალბას მადონა”-1509წ.(ვაშინგთონის ეროვნული გალერეა)

Категория: საინტერესო ამბები | Просмотров: 627 | Добавил: buka | Дата: 2013-04-09 | Комментарии (0)

CV (ავტობიოგრაფიის სპეციფიკური ვარიანტი) განკუთვნილია იმ პირისათვის თქვენს შესახებ მოკლე, საბაზისო ინფორმაციის გასაცნობად, რომელიც უფლებამოსილია, განიხილოს გარკვეულ სასწავლო ან/და საგრანტო-სასტიპენდიო პროგრამაში მონაწილეობის შესახებ თქვენს მიერ წარდგენილი მიმართვა. შესაბამისად, დიდი მნიშვნელობა აქვს იმას, რომ თქვენი CV იყოს მაქსიმალურად ნათელი, ლაკონური, არათხრობითი სტილის მქონე, სტრუქტურულად გამართული დოკუმენტი.

აღსანიშნავია, რომ CV-ის შედგენის შესახებ არ არსებობს უნივერსალურად დადგენილი, დეტალებზე შეთანხმებული წესი. შეუძლებელია, ვინმემ, მათ შორის მე, გირჩიოთ  ყველანაირი კომისიისათვის თანაბრად მოსაწონი ვარიანტი. თუმცა, მეტ-ნაკლებად დამკვიდრებული ძირითადი წესების გამოკვეთა, რაც გაადვილებს სტუდენტის ამოცანას, მაინც შესაძლებელია და სწორედ ეს არის ამ დამხმარე სტატიის მთავარი მიზანი.

Категория: საინტერესო ამბები | Просмотров: 646 | Добавил: buka | Дата: 2013-04-09 | Комментарии (0)

თავის დროზე, უოლტერ ოუენ ბენტლის უთქვამს, ყოველი ავტომობილი, რომელსაც მისი სახელის მქონე კომპანია გამოუშვებს, უნდა იყოს "კარგი მანქანა, სწრაფი მანქანა და საუკეთესო თავის კლასში”.

1919 წელს, "ბენტლიმ” კონცეპტუალური ავტომობილი EXP (ექსპერიმენტულის შემოკლებული აღნიშვნაა) გამოუშვა. ამ ავტომობილში ნოვატორული სულისკვეთება იყო ჩაქსოვილი, რომელიც კომპანიამ დღემდე შეინარჩუნა.

რა თქმა უნდა, "ბენტლის” დამაარსებელს უგზოობის ავტომობილების წარმოებაზე არც უფიქრია. მაგრამ ინგლისურმა კომპანიამ, რომელიც დღეს "ფოლკსვაგენის” იმპერიის წევრია, ჟენევის მოტორ შოუზე, სწორედ უგზოობის კონცეპტუალური მოდელი EXP 9F წარადგინა.

Категория: საინტერესო ამბები | Просмотров: 596 | Добавил: buka | Дата: 2013-04-09 | Комментарии (0)

იაპონური სამშენებლო კომპანია "ობაიაში კორპორეიშნი” გვპირდება, რომ 2050 წლისთვის კოსმოსურ ლიფტს აამოქმედებს.

როგორც გაზეთი "დეილი იომიური” იუწყება, კოსმოსური ლიფტით შესაძლებელი იქნება როგორც მგზავრების გადაყვანა, ასევე კოსმოსურ სადგურზე ტვირთის ატანა. ტრანსპორტირება სპეციალური ვაგონით განხორციელდება, რომელიც ნახშირბადოვანი ნანომილაკებისგან შემდგარ კაბელზე იმოძრავებს. ლიფტის მეშვეობით, ჩვენი პლანეტიდან მთვარემდე არსებული მანძილის მეოთხედის გავლა იქნება შესაძლებელი.

ზედა სადგური ზღვის დონიდან 96 000 კილომეტრის სიმაღლეზე მოთავსდება, რომელიც იმავდროულად, საპირწონის მოვალეობასაც შეასრულებს. სწორედ ამ სადგურს მოუწევს 96 000 კილომეტრის სიგრძის კაბელის წონის გაძლება. მაგრამ მგზავრები და ტვირთები ამ სადგურამდე არ ავა (ზედა სადგურამდე ლიფტი მხოლოდ რემონტის საჭიროების შემთხვევაში ავა). მას მხოლოდ დამხმარე დანიშნულება ექნება. ზღვის დონიდან 36 000 კილომეტრის სიმაღლეზე, სადგური ტერმინალი მოთავსდება, რომელშიც საკვლევი ცენტრი და ასტრონავტების საცხოვრებელი იქნება ინტეგრირებული. ვაგონის მოძრაობის მაქსიმალური სიჩქარე 200 კმ/სთ-ს მიაღწევს, ამ სიჩქარით სადგურამდე მისაღწევად კი მას დაახლოებით ერთი კვირა დასჭირდება.

Категория: საინტერესო ამბები | Просмотров: 610 | Добавил: buka | Дата: 2013-04-09 | Комментарии (0)

ბუნებამ დაგვაჯილოდვა კანის საფარველით, რათა გულმოდგინედ დაეცვა ჩვენი შინაგანი ორგანოები მოკრობების „შემოსევისაგან. მაგრამ მთლიანად ამ მიკროსამყაროსაგან იზოლაცია შეუძლებელია. ჩვენი პირის ღრუ სამუდამოდ რჩება ამ პატარა, მაგრამ აგრესიული არსებებისთვის შემოსასვლელ კარიბჭედ.

დაბადებიდან სულ რამოდენიმე საათში ჩვენი პირის ღრუ ივსება მიკროორგანიზმებით და ეს ნორმალური პროცესია, მათგან მხოლოდ მცირედია მავნებელი. ჩვენში არსებული ყველა მიკროორგანიზმი ცხოვრობს „პატრონის" ხარჯზე, ბევრი მათგანი არ ვნებს და ამ თანაცხოვრებას უწოდებენ კომენსალიზმს.

 

არსებობს თანაცხოვრების სხვა ფორმაც – სიმბიოზი. ამ მოვლენას ადგილი აქვს, როდესაც სხვადასხვა ფორმის თანაცხოვრება დამყარებულია ურთიერთ სარგებელზე. მაგალითად ნაწლავებში არსებული ბაქტერიები „პატრონის" პატივსაცემად გამოიმუშავებენ მისთვის აუცილებელ ვიტამინ K.

Категория: საინტერესო ამბები | Просмотров: 583 | Добавил: buka | Дата: 2013-04-09 | Комментарии (0)

ფაილი:Shiveluch - 10 July 2007 - iss015e16913.jpgმოქმედი ვულკანი კამჩატკაზე. სიმაღლე 3283 მ. აგებულია ანდეზიტებითა და ბაზალტებით. დროდადრო აფრქვევს გავარვარებულ აირ-ფერფლს, ღრუბელსა და ცხწლი ქვის ნაკადს. კალთები 750 მ-მდე შემოსილია ქონდარა ფიჭვის რაყებით, ზევით ზოგან მდელო ზოგან კი ლავისა და ფერფლის შიშველი ზედაპირია
Категория: საინტერესო ამბები | Просмотров: 553 | Добавил: buka | Дата: 2013-04-09 | Комментарии (0)

უმ­თავ­რე­სი სა­კით­ხი, რაც დღეს სა­ქარ­თვე­ლოს მარ­თლმა­დი­დე­ბე­ლი ეკ­ლე­სი­ის წი­ნა­შე დგას – ქრის­ტეს მოძ­ღვრე­ბის და­კარ­გვის საფ­რთხეა. ეკ­ლე­სია, რომ­ლის პო­ზი­ცი­ას გა­მო­ხა­ტა­ვენ პატ­რი­არ­ქი, მღვდელ­მთავ­რე­ბი, მღვდლე­ბი და მრევ­ლი, სა­უბ­რობს სა­ქარ­თვე­ლოს სუ­ლი­ერ მი­სი­ა­ზე, და­სავ­ლე­თის დეგ­რა­და­ცი­ა­ზე, ეკო­ნო­მი­კა­სა და კულ­ტუ­რა­ზე, აფა­სებს სა­ში­ნაო და სა­ერ­თა­შო­რი­სო მოვ­ლე­ნებს, მაგ­რამ ის არა­ფერს ამ­ბობს თა­ვად ქრის­ტე­ზე, იმა­ზე, თუ ვინ არის ეკ­ლე­სი­ის ნამ­დვი­ლი წი­ნამ­ძღო­ლი. სამ­ღვდე­ლო­ე­ბა თით­ქოს სა­გულ­და­გუ­ლოდ მა­ლავს ჯვარ­ცმულ ღმერთს, რად­გან გრძნობს, რომ ქრის­ტეს მოძ­ღვრე­ბის თა­ვი­სუ­ფა­ლი გავ­რცე­ლე­ბა, მის ძა­ლა­უფ­ლე­ბას, მის მი­ერ შეთ­ხზულ მი­თებ­სა და სიმ­დიდ­რეს შე­იძ­ლე­ბა და­ე­მუქ­როს.
Категория: რელიგია | Просмотров: 684 | Добавил: buka | Дата: 2013-04-09 | Комментарии (0)

XX საუკუნის შუა ხანებში წარმოუდგენელი იყო დაწესებულება საბეჭდი მანქანის გარეშე.

XXI საუკუნის დასაწყისში კი მდგომარეობა რადიკალურად შეიცვალა – რამდენიმე ტრადიციული მწარმოებელი (Olivetti, Adler0Royal, Brother და სხვა) განაგრძობდა მათ გამოშვებას და ამასთან, მხოლოდ ელექტრონული მოდელებისა. 2011 წელს კი ინდურ კომპანია Godrej and Boyce კუთვნილი საბეჭდი მანქანების უკანასკნელი ქარხანაც დაიკეტა.

უნდა აღინიშნოს, რომ თავის დროზე საბეჭდი მანქანის გამოგონება უდიდესი პროგრესული ნაბიჯი და მნიშვნელოვანი მოვლენა გახლდათ. საბეჭდი მანქანის მექანიზმის შექმნის პროცესი, ისევე როგორც ნებისმიერი ტექნიკური მოწყობილობის შემუშავება ერთი ადამიანის შრომის შედეგი როდი იყო. ერთმანეთისგან დამოუკიდებლად თუ ერთობლივად მრავალი გამომგონებელი ცდილობდა შეექმნა ტექსტების სწრაფი დასაბეჭდი მოწყობილობა.

პირველი პატენტი ამ სახის მანქანის შესაქმნელად 1714 წელს ინგლისის დედოფალმა ანამ ჰენრი მილს გადასცა. თუმცა, მილის გამოგონების შესახებ ინფორმაცია არ შემონახულა და არც ის გახლავთ ცნობილი, რეალურად შეიქმნა თუ არა პატენტში აღწერილი საბეჭდი მოწყობილობა.

საუკუნის შემდეგ კვლავ გაჩნდა ინტერესი სწარაფი ბეჭდვისადმი: 1808 წელს პელეგრინო ტურიმ საკუთარი საბეჭდი მანქანა შექმნა. არც მისი გამოგონების დეტალებია დღეისათვის ცნობილი, თუმცა, შემონახულია ტურისეულ საბეჭდ მოწყობილობაზე აკრეფილი ტექსტი.

1868 წელს 23 ივნისს ქრისტოფერ შოულზმა თავისი გამოგონილი საბეჭდი მანქანა დააპატენტა. შემდეგი 6 წელი ის მოწყობილობის დახვეწაზე მუშაობდა და საბოლოოდ შექმნა პირველი სრულყოფილი საბეჭდი მანქნა სახელწოდებით Remington N1

Категория: საინტერესო ამბები | Просмотров: 613 | Добавил: buka | Дата: 2013-04-09 | Комментарии (0)

დაკავშირებული: მსოფლიოს ღვინის კონკურსები WinExpo 2011 – კიდევ ერთი ნაბიჯი ღვინის კულტურისკენ მსოფლიოს ღვინის კონკურსები ეტიკეტი მაშინ გაჩნდა, როცა ღვინის ტრანსპორტირება და ბოთლებში შენახვა დაიწყეს. მანამდე ღვინოს კასრებში ინახავდნენ, სუფრასთან კი გრაფინებითა და დეკანტერებით მიჰქონდათ, სადაც შიგთავსის სახელწოდებაც იყო მითითებული. დეკანტერებისთვის ეტიკეტს ძვირფასი მასალისგან აკეთებდნენ – ვერცხლისგან, ტყავისგან და ემალისგან. ადრე ბოთლებზე გრავიურებსაც აკრავდნენ და ბეჭედსაც არტყამდნენ, პირველი ნამდვილი ეტიკეტი კი, როგორც ამბობენ, პირველი შამპანურის, დომ პერინიონის (Dom Perignon) ბოთლზე მიუკრავთ. ერთი სიტყვით, ქაღალდის იარლიყები მე-18 საუკუნეში შემოვიდა ხმარებაში. ჯერ მარტივი, ხელნაწერი იარლიყები, შემდეგ, ლითოგრაფიის გამოგონებასთან ერთად, შედარებით რთულებიც, თუმცა ბოლო დროის წინსვლები (მსოფლიო ბაზარი იგულისხმება, რა თქმა უნდა) მაინც ყველანაირ ზღვარს სცილდება.
Категория: საინტერესო ამბები | Просмотров: 625 | Добавил: buka | Дата: 2013-04-09 | Комментарии (0)

პრაღის გაზაფხული

ვინ არიან რუსები ჩეხებისთვის? ძმები თუ მეგობრები? რა თქმა უნდა ძმები, რადგან მეგობრებს ირჩევენ, ძმებს კი არა – ეს ანეგდოტი, რომელიც ჩეხოსლოვაკიაში 1968 წლის ბოლოს გავრცელდა, ზუსტად გამოხატავდა ჩეხების დამოკიდებულებას საბჭოთა ოკუპაციის მიმართ. ოპუკაცია კი მას შემდეგ დაიწყო, რაც 1968 წელს ჩეხოსლოვაკიაში სოციალიზმისთვის ადამიანური სახის მიცემა გადაწყვიტეს. მოსკოვმა ჩეხებს მალე დაუმტკიცა, რომ სოციალიზმს ადამიანური სახე არ შეიძლება ჰქონოდა. 1945 წელს ჩეხოსლოვაკია ნაცისტური ოკუპაციისგან გათავისუფლდა, მაგრამ ცოტა ხანში იგი მეორე ოკუპაციის მსხვერპლი გახდა – ჩეხეთში ფაშიზმი საბჭოთა სისტემით შეიცვალა.

Категория: საინტერესო ამბები | Просмотров: 541 | Добавил: buka | Дата: 2013-04-09 | Комментарии (0)

სადაც გინდა და როგორც გინდა!

"გლობალურ მუსიკალურ ეპიდემიად” წოდებული მუსიკისა და ცეკვის ახალი სტილი-ჰიპ-ჰოპი მეოცე საუკუნის 70-იან წლებში ნიუ-იორკში, დასავლეთ ბრონქსის ღარიბულ კვარტალებში დაიბადა. მისი ერთ-ერთი ფუძემდებელი, ელექტრო ფანკის "მამად” წოდებული ამერიკელი დიჯეი კევინ დოვანი, იგივე აფრიკა ბამბაატაა. მისსავე სახელს უკავშირდება ამ მიმდინარეობის პოპულარიზაცია ჯერ ამერიკაში და მერე ძველ სამყაროში-ევროპაში, სადაც 1982 წელს რეპერების დიდი ტურნე მოაწყო. ახლა ჰიპ-ჰოპი მთელი მსოფლიოს მასშტაბით წამყვანი შოუებისა და საკულტო ფილმების "მთავარი გმირია”. ევროპაში მან ახალ სიმაღლეებს მიაღწია და ყველაზე კონსერვატიული ინგლისისა და ყველაზე გაპრანჭული, პრეტენზიული და დახვეწილი საფრანგეთის, უწინარეს ყოვლისა კი მისი სულისა და გულის-პარიზის ცხოვრებისა და კულტურის განუყოფელი ნაწილი გახდა. ამიტომ გასაკვირი არ არის, რომ "ნეშენალ ჯეოგრაფიკმა” ჰიპ-ჰოპი "ახალი თაობის ყველაზე საყვარელ კულტურად” აღიარა. ემოციის გამოხატვის ამ ახალმა ენამ საქართველოშიც შემოაღწია და როგორც დრომ გვიჩვენა, მისი შესწავლის სურვილი ჩვენშიც ბევრს აღმოაჩნდა. ალბათ ამიტომაც, თბილისში რამდენიმე წლის წინ გახსნილმა ჰიპ-ჰოპის სტუდიამ ახალგაზრდა თაობის ყურადღება მალევე მიიპყრო. ამაში დიდი წვლილი სტეისის, იგივე ანასტასია ფიოდოროვასა და DStar studio-ს პედაგოგთა გუნდს მიუძღვის.

- Hip-hop-ი სლენგია. Hip-ყველაზე მოდურს, მუდამ ცვალებადს ნიშნავს, Hop კი-ნახტომს. Hip-ის "ნახტომი მომავალში” იმდენად შთანმეჭდავი აღმოჩნდა, რომ მას ლოკალური და გლობალური კულტურების შერწყმის სუპერათანამედროვე ფორმა უწოდეს და ემოციის გამოხატვის ახალ ენადაც მონათლეს

Категория: საინტერესო ამბები | Просмотров: 576 | Добавил: buka | Дата: 2013-04-09 | Комментарии (0)

ბავშვი მშობლებისგან არა მარტო გარეგნობას იღებს მემკვიდრეობით, არამედ ჯანმრთელობას, იმუნიტეტს, ტემპერამენტს, ამა თუ იმ დაავადებების მიმართ წინასწარგანწყობას. საბედნიეროდ, უმრავლეს შემთხვევაში, მემკვიდრული პროგრამა კორექციას ექვემდებარება, ამიტომ მნიშვნელოვანია, დავეხმაროთ პატარას, რათა მშობლებისგან ყველაფერი საუკეთესო მიიღოს.

ცხოვრების ტონუსი: 

ახალშობილთა 20% დეპრესიისკენაა მიდრეკილი, რომელიც, როგორც წესი, დედის ხაზით გადაეცემა. დეპრესია შეიძლება გამოვლინდეს დაბადებიდან რამდენიმე დღეშიც კი. თუ ახალშობილის დედა ნატურით პესიმისტი გახლავთ და არც ბავშვის მამაა გამორჩეული მხიარული ბუნებით, ამ შემთხვევაში პატარას "საშუალება არა აქვს”, განსხვავებული ბუნების იყოს. რაც შეეხება იმუნიტეტს, რომელმაც ბავშვის ფსიქიკა დეპრესიისგან უნდა დაიცვას, ის ჯერ კიდევ ძალიან სუსტია. ასეთი ბავშვები იშვიათად იღიმებიან, გარშემომყოფთა მიმართ ინტერესს არ ავლენენ, ღამე ხშირად იღვიძებენ, უჭირთ დაძინება, არც კარგი მადით გამოირჩევიან. ამ დროს მშობელი ვალდებულია, შვილს ამ მდგომარეობიდან გამოსვლაში დაეხმაროს, განუვითაროს ინტერესის არეალი, აუმაღლოს განწყობა. როცა პატარას შინაგანი განწყობა დადებითია, მისი ფიზიკური განვითარების პროცესი ნორმალურად მიმდინარეობს, ხოლო ნაწლავების არასაკმარისი აქტიურობა, რაც ხშირად ჭარბი აირების დაგროვების მიზეზი ხდება, არასწორი ფიზიკური განვითარების ბრალია. ასეთი პატარები ხშირად ცივდებიან და ავადმყოფობენ. საბედნიეროდ, ამ მემკვიდრული ფაქტორის გამოსწორება შესაძლებელია, რადგან წინასწარგანწყობა დაავადება არ არის.
Категория: საინტერესო ამბები | Просмотров: 629 | Добавил: buka | Дата: 2013-04-09 | Комментарии (0)

შესვლის ფორმა
კალენდარი
«  აპრილი 2013  »
ორსამოთხხუთპარშაბკვ
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
2930
ჩვენი გამოკითხვა
მოგწონთ ჩვენი საიტი?
სულ პასუხი: 15729
სტატისტიკა

სულ ონლაინში: 1
სტუმარი: 1
მომხმარებელი: 0