მთავარი » 2012 » ივლისი » 7 » 60 სიტყვა და ფრაზა
11:25 AM
60 სიტყვა და ფრაზა
60 სიტყვა და ფრაზა - Site Name

შესაძლოა, ბევრ გოგონას თუ ქალს ამ სიაში შესული სიტყვები და ფრაზები ბოდვად მოეჩვენოს, მაგრამ გვერწმუნეთ, მიზანმიმართულად ნათქვამი ეს სიტყვები ნებისმიერ მამაკაცს თუ არ დაგატყვევებინებთ, მათთვის გულის მოლბობას მაინც შეძლებთ. 

ჩვენ, ქალებმა, ხომ კარგად ვიცით, რომ მამაკაცები პატარა ბავშვებივით არიან (ძალიან სერიოზულები და მკაცრებიც კი). ჰოდა, მოეფერეთ მათ:

1. საყვარელო (და არა ძვირფასო!!! სიტყვა "ძვირფასოს" სრულიად სხვა ეფექტი აქვს)
2. ტკბილო;
3. ძლიერო;
4. სექსუალურო;
5. ბავშვო (დიახ!!! ბევრი ამ სიტყვაზე, უბრალოდ, დნება);
6. მამაცო;
7. გულუხვო;
8. გემრიელო;
9. ჭკვიანო;
10. ყოჩაღო (გამოდგება ყოველთვის და ყველგან).

ფრაზები 

11. შენთან ერთად კარგად ვარ;

12. შენ საუკეთესო ხარ;

13. ისე მაკლიხარ;

14. გულგრილად ვერ ჩაგივლი ხოლმე;

15. შენ მე თავიდან ფეხებამდე მიცნობ;

16. ისე ძლიერ მიყვარხარ...

17. მხოლოდ შენ გესმის ჩემი;

18. მხოლოდ შენ შეგიძლია ასე გამაცინო;

19. რა საყვარელი ხარ;

20. მომწონს, როცა ჩემზე ზრუნავ;

21. აღფრთოვანებული ვარ შენით;

22. არ მინდა, რომ ოდესმე გადამიყვარო;

23. მე ისეთი ბედნიერი ვარ შენს გვერდით;

24. შენს გვერდით ისე მშვიდად ვარ;

25. შენს გვერდით ისეთი დაცული ვარ;

26. წარმოდგენაც არ მაქვს, რა მეშველებოდა უშენოდ;

27. შენით ვსუნთქავ;

28. ვერ ვძღები შენი ყურებით (ნარცისებისთვის უკეთესს ვერაფერს მოიფიქრებთ);

29. როგორი გაუმაძღარი ხარ;

30. მენატრება შენი ალერსი;

31. მაპატიე, თუ შეგიძლია (ძალიან ძლიერი იარაღია);

32. მუდამ მეყვარები;

33. ჩემო ერთადერთო;

34. მე შენ არ გიმსახურებ;

35. მე ყველაზე მედნიერი ქალი ვარ დედამიწაზე;

36. შენგან სხვა არაფერი მინდა - მხოლოდ სიყვარული;

37. ისე მენატრები;

38. შენს გვერდით ნამდვილ ქალად ვგრძნობ თავს;

39. ისე მარტო ვარ უშენოდ;

40. შენ გარეშე ჩემი ცხოვრება არაფერია;

41. ერთი სული მაქვს, როდის გნახავ;

42. მინდა, სამუდამოდ შენთან ერთად ვიყო;

43. ვგიჟდები, როცა მეხები;

44. იმის გაფიქრებაც კი არ მინდა, რომ ოდესმე უშენოდ ვიქნები;

45. არასდროს და არავინ ასე არ მყვარებია;

46. მინდა, ყოველ დილით შენთან ერთად ვიღვიძებდე;

47. როცა მიდიხარ, ისე ცუდად ვარ;

48. მხოლოდ შენთან ერთად მინდა ვიყო;

49. შენ ჩემი რაინდი ხარ;

50. ვერასოდეს ვიფიქრებდი, რომ ოდესმე ასეთი მამაკაცი მეყოლებოდა გვერდით;

51. რა თბილი ხარ;

52. ასეთი კოცნა არავინ იცის;

53. ჩემი ცხოვრება მთლიანად შეცვალე;

54. ქვეყნის დასალიერში წამოგყვები;

55. უშენოდ ცხოვრება ჯოჯოხეთია;

56. ვგიჟდები, როცა ასე მიყურებ;

57. მე შენ მთლიანად გენდობი;

58. მადლობელი ვარ ყველაფერ იმისთვის, რაც ჩემთვის ოდესმე გაგიკეთებია;

59. სიტყვები არ მყოფნის, რომ გამოვხატო ჩემი შენდამი სიყვარული;

60. უბრალოდ, ჩემთან იყავი.

რა თქმა უნდა, ეს მცირედია იმ სიტყვებიდან, რაც ხანდახან გვინდა, რომ საყვარელ ადამიანს ვუთხრათ. დარწმუნებული ვარ, ყველა ჩვენგანს საკუთარი თბილი და ალერსიანი სიტყვების მარაგი გვაქვს, რომელსაც ხშირად ვიყენებთ. და ის, ვინც ამბობს, რომ მამაკაცს არ შეიძლება "უყვარდეს ყურით" - ძალიან ცდება.
 

კატეგორია: გოგონებისთვის | ნანახია: 683 | დაამატა: buka8867 | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
შესვლის ფორმა
კალენდარი
«  ივლისი 2012  »
ორსამოთხხუთპარშაბკვ
      1
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
3031
ჩვენი გამოკითხვა
მოგწონთ ჩვენი საიტი?
სულ პასუხი: 15729
სტატისტიკა

სულ ონლაინში: 1
სტუმარი: 1
მომხმარებელი: 0