მთავარი » 2013 » აპრილი » 9 » ეკლესიის სამი ცთუნება
10:44 AM
ეკლესიის სამი ცთუნება

უმ­თავ­რე­სი სა­კით­ხი, რაც დღეს სა­ქარ­თვე­ლოს მარ­თლმა­დი­დე­ბე­ლი ეკ­ლე­სი­ის წი­ნა­შე დგას – ქრის­ტეს მოძ­ღვრე­ბის და­კარ­გვის საფ­რთხეა. ეკ­ლე­სია, რომ­ლის პო­ზი­ცი­ას გა­მო­ხა­ტა­ვენ პატ­რი­არ­ქი, მღვდელ­მთავ­რე­ბი, მღვდლე­ბი და მრევ­ლი, სა­უბ­რობს სა­ქარ­თვე­ლოს სუ­ლი­ერ მი­სი­ა­ზე, და­სავ­ლე­თის დეგ­რა­და­ცი­ა­ზე, ეკო­ნო­მი­კა­სა და კულ­ტუ­რა­ზე, აფა­სებს სა­ში­ნაო და სა­ერ­თა­შო­რი­სო მოვ­ლე­ნებს, მაგ­რამ ის არა­ფერს ამ­ბობს თა­ვად ქრის­ტე­ზე, იმა­ზე, თუ ვინ არის ეკ­ლე­სი­ის ნამ­დვი­ლი წი­ნამ­ძღო­ლი. სამ­ღვდე­ლო­ე­ბა თით­ქოს სა­გულ­და­გუ­ლოდ მა­ლავს ჯვარ­ცმულ ღმერთს, რად­გან გრძნობს, რომ ქრის­ტეს მოძ­ღვრე­ბის თა­ვი­სუ­ფა­ლი გავ­რცე­ლე­ბა, მის ძა­ლა­უფ­ლე­ბას, მის მი­ერ შეთ­ხზულ მი­თებ­სა და სიმ­დიდ­რეს შე­იძ­ლე­ბა და­ე­მუქ­როს.

ამ დღე­ებ­ში ეკ­ლე­სია უმ­ნიშ­ვნე­ლო­ვა­ნეს თა­რიღს – ავ­ტო­კე­ფა­ლი­ის აღ­დგე­ნის დღეს იზე­ი­მებს. მაგ­რამ ავ­ტო­კე­ფა­ლუ­რო­ბა არა­ფერს ნიშ­ნავს, თუ­კი მთა­ვარ კით­ხვას არ გა­ე­ცა პა­სუ­ხი – არის კი იგი ქრის­ტეს მიმ­დე­ვარ­თა საკ­რე­ბუ­ლო?

ცთუ­ნე­ბა პუ­რით

სა­ხა­რე­ბა მოგ­ვით­ხრობს, რომ იე­სო ქრის­ტე ქა­და­გე­ბის დაწ­ყე­ბამ­დე, უდაბ­ნო­ში გან­მარ­ტოვ­და და ორ­მოც­დღი­ა­ნი მარ­ხვის შემ­დეგ სა­მი საც­დუ­რის წი­ნა­შე აღ­მოჩ­ნდა.

იუ­დე­ის უდაბ­ნო აღ­მო­სავ­ლუ­რი ლა­ვა­შის მსგავ­სი ბრტყე­ლი პა­ტა­რა ქვე­ბით იყო მო­ფე­ნი­ლი. თუ ძე ხარ ღვთი­სა, თქვი, რომ ეს ქვე­ბი პუ­რად იქ­ცნენ, – გა­ის­მა ხმა. იმ დროს ყვე­ლა იუ­დე­ველ­მა იცო­და, რომ მე­სი­ის მოს­ვლა მათ ეკო­ნო­მი­კურ პრობ­ლე­მებ­საც მო­უ­ღებ­და ბო­ლოს. და­ა­პუ­რე მში­ე­რი ხალ­ხი, აჩუ­ქე მათ ბედ­ნი­ე­რე­ბა და გა­მოგ­ყვე­ბი­ან. მო­ახ­დი­ნე ეკო­ნო­მი­კუ­რი სას­წა­უ­ლი და ყვე­ლა­ნი შე­ნი რე­ლი­გი­ის ადეპ­ტე­ბად იქ­ცე­ვი­ან. მაგ­რამ იე­სო ამ, ერ­თი შე­ხედ­ვით, ეფექ­ტურ გა­მო­სა­ვალს უარ­ყოფს. იგი პა­სუ­ხობს, რომ არა მხო­ლოდ პუ­რით ცოც­ხლობს კა­ცი, არა­მედ ყო­ვე­ლი სიტ­ყვით, რო­მე­ლიც გა­მო­ვალს პი­რი­სა­გან ღვთი­სა.

ჩვენ­თვის ეს იმას ნიშ­ნავს, რომ ეკ­ლე­სი­ამ და ადა­მი­ან­მა თა­ვად უნ­და გა­ნა­გონ თა­ვი­ან­თი ცხოვ­რე­ბა, თა­ვად უნ­და გა­ა­კე­თონ სწო­რი არ­ჩე­ვა­ნი თავ­სმოხ­ვე­უ­ლი ბედ­ნი­ე­რე­ბის გა­რე­შე. მაც­თუ­რი ქრის­ტეს სთა­ვა­ზობს, აირ­ჩი­ოს იო­ლი გზა და შე­უ­თან­ხმოს ღვთის სიტ­ყვა, უშ­რომ­ლად, და­უმ­სა­ხუ­რებ­ლად მო­პო­ვე­ბულ მა­ტე­რი­ა­ლურ კე­თილ­დღე­ო­ბას.

ორა­სი წლის წინ კა­თა­ლი­კოს-პატ­რი­არ­ქმა ან­ტონ მე­ო­რემ რუ­სე­თის ნა­წი­ლად აქ­ცია ეკ­ლე­სია, თით­ქმის შე­უ­წი­ნა­აღ­მდე­გებ­ლად ჩა­ა­ბა­რა იმ­პე­რი­ულ სა­ხელ­მწი­ფოს აღ­მო­სავ­ლეთ სა­ქარ­თვე­ლოს 1500-წლი­ა­ნი საყ­და­რი. მას, ალ­ბათ, ეგო­ნა, რომ ერ­თმორ­წმუ­ნეს­თან ამ გა­რი­გე­ბით, და­ი­ცავ­და მარ­თლმა­დი­დებ­ლო­ბას და გა­პარ­ტა­ხე­ბულ ქვე­ყა­ნას ამ გზით მო­უ­ტან­და მა­ტე­რი­ა­ლურ სი­კე­თეს. ყო­ვე­ლი­ვე ამის სა­ნაც­ვლოდ, რუ­სი იმ­პე­რა­ტო­რის­გან ბრი­ლი­ან­ტე­ბით მო­ოჭ­ვი­ლი ჯვარ-პა­ნა­გი­ე­ბი, მწვა­ნე ხა­ვერ­დის მან­ტია, პე­ტერ­ბურ­გსა და ნიჟ­ნი ნოვ­გო­როდ­ში ძვირ­ფა­სი აპარ­ტა­მენ­ტე­ბი და იმ­პე­რატ­რი­ცა ელი­ზა­ვე­ტას ექ­ვსცხე­ნი­ა­ნი მო­ოქ­რო­ვი­ლი ეტ­ლი მი­ი­ღო სა­ჩუქ­რად.

მაგ­რამ, კე­თილ­დღე­ო­ბის მა­გივ­რად, ამ დათ­მო­ბას ეკ­ლე­სი­ის იმ­პე­რი­ულ კან­ტო­რად ქცე­ვა, ქარ­თუ­ლი ენი­სა და სა­გა­ლობ­ლე­ბის დევ­ნა, მა­ნამ­დე არ­ნა­ხუ­ლი ძარ­ცვა და სა­ქარ­თვე­ლო­ში მო­ნუ­რი სუ­ლის და­ნერ­გვა მოჰ­ყვა შე­დე­გად. ბე­დის­წე­რი­სა და ის­ტო­რი­ის კა­ნონ­ზო­მი­ე­რე­ბის არა მჯე­რა და მგო­ნია, რომ სა­ქარ­თვე­ლოს ავ­ტო­კე­ფა­ლი­ის გა­უქ­მე­ბა რომ არა, თბი­ლი­სის სა­სუ­ლი­ე­რო სე­მი­ნა­რია კა­ცობ­რი­ო­ბის ის­ტო­რი­ა­ში ყვე­ლა­ზე დიდ ტი­რან­სა და მკვლელს – სტა­ლინს ვე­რა­ნა­ი­რად გა­მოზ­რდი­და.

თუმ­ცა, ამ გა­რი­გე­ბის გარ­და, სა­ქარ­თვე­ლოს ეკ­ლე­სი­ამ სხვაგ­ვა­რა­დაც უპა­სუ­ხა იმ­პე­რი­ა­სა და მის რე­ლი­გი­ურ ძა­ლა­დო­ბას – და­სავ­ლეთ სა­ქარ­თვე­ლოს ორ­მა მო­ხუ­ცე­ბულ­მა მღვდელ­მთა­ვარ­მა – ექ­ვთი­მემ და დო­სი­თე­ოს­მა, უა­რი თქვა თა­ვი­სუფ­ლე­ბის დათ­მო­ბა­ზე. ერ­თმა მათ­გან­მა ერ­თმორ­წმუ­ნე­თა ხე­ლით მო­წა­მებ­რი­ვად და­ას­რუ­ლა სი­ცოც­ხლე, მე­ო­რე კი, რუ­სე­თის შო­რე­ულ მო­ნას­ტერ­ში გა­და­ა­სახ­ლეს.

ძნე­ლი მი­სახ­ვედ­რი არ უნ­და იყოს, ვინ აირ­ჩია ქრის­ტეს გზა­ზე სი­ა­რუ­ლი – ან­ტონ­მა თუ იმე­რე­თის ეპის­კო­პო­სებ­მა.

ცთუ­ნე­ბა სას­წა­უ­ლით

თუ ძე ხარ ღვთი­სა, გა­და­ეშ­ვი ტაძ­რის ქი­მი­დან, რად­გან და­წე­რი­ლია: თა­ვის ან­გე­ლო­სებს უბ­რძა­ნებს, და აგი­ტა­ცე­ბენ, რა­თა არ წა­მოჰ­კრა ქვას ფე­ხი, – ეუბ­ნე­ბა მაც­თუ­ნე­ბე­ლი. რო­ცა ამ სა­ოც­რე­ბით სა­ხელს გა­ით­ქვამ, ყვე­ლა­ნი შენ გა­მოგ­ყვე­ბი­ან. არ გა­მოს­ცა­დო უფა­ლი ღმერ­თი შე­ნი, – უპა­სუ­ხებს იე­სო.

რო­გორ პა­სუ­ხობს დღეს ამ ცთუ­ნე­ბას სა­ქარ­თვე­ლოს მარ­თლმა­დი­დე­ბე­ლი ეკ­ლე­სია?

ფაქ­ტია, რომ პოს­ტსაბ­ჭო­თა სა­ეკ­ლე­სიო ძა­ლა­უფ­ლე­ბა ორ საყ­რდენ­ზე დგას – სიმ­დიდ­რე­სა და სას­წა­ულ­ზე, რომ­ლე­ბიც ეკ­ლე­სი­ა­ში უწ­ყვეტ ნა­კა­დად მო­ე­დი­ნე­ბა. და­ვიწ­ყე­ბა­საა მი­ცე­მუ­ლი სა­ხა­რე­ბი­სე­უ­ლი სწავ­ლე­ბა იმის შე­სა­ხებ, რომ სას­წა­ულს ურ­წმუ­ნო­ნი ეძი­ე­ბენ და მდიდ­რე­ბიც ნემ­სის ყუნ­წში უნ­და გაძ­ვრნენ, ღვთის წყა­ლო­ბა რომ ჰპო­ვონ.

ამ დღეებში ეკლესია უმნიშვნელოვანეს თარიღს – ავტოკეფალიის აღდგენის დღეს იზეიმებს. მაგრამ ავტოკეფალურობა არაფერს ნიშნავს, თუკი მთავარ კითხვას არ გაეცა პასუხი – არის კი იგი ქრისტეს მიმდევართა საკრებულო?

მარ­თლმა­დი­დებ­ლო­ბა ერ­თა­დერ­თი ჭეშ­მა­რი­ტე­ბაა, იმი­ტომ რომ აქ სას­წა­უ­ლე­ბი ხდე­ბა, – ტრა­დი­ცი­უ­ლო­ბის არ­გუ­მენ­ტთან ერ­თად, ასე­თია უწ­ყე­ბა, რომ­ლი­თაც ეკ­ლე­სია, საბ­ჭო­ე­თის დაშ­ლის შემ­დეგ, რე­ლი­გი­ურ ბა­ზარ­ზე გა­მო­ვი­და ადა­მი­ა­ნე­ბის სუ­ლე­ბის მო­სა­პო­ვებ­ლად. ქარ­თუ­ლი მარ­თლმა­დი­დებ­ლო­ბა სხვა­ზე უპი­რა­ტე­სო­ბას სწო­რედ სას­წა­უ­ლე­ბის დე­მონ­სტრი­რე­ბით ამ­ტკი­ცებს. ამით ახ­დენს იგი თა­ვი­სი გა­მორ­ჩე­უ­ლო­ბი­სა და ბა­ტო­ნო­ბის ლე­გი­ტი­მა­ცი­ას. მთე­ლი სა­ეკ­ლე­სიო ცხოვ­რე­ბა გა­ჯე­რე­ბუ­ლია სას­წა­უ­ლე­ბის შე­სა­ხებ მოთ­ხრო­ბი­ლი ამ­ბე­ბით. ხა­ტებს უხ­ვად სდის მი­რო­ნი, მღვდლე­ბი ლოც­ვით კურ­ნა­ვენ, სა­ქარ­თვე­ლოს ბე­დი პატ­რი­არ­ქის ლოც­ვა­ზეა და­მო­კი­დე­ბუ­ლი.

რა არის ეს, თუ არა სა­ეკ­ლე­სიო მა­გიზ­მი, რო­მე­ლიც ღმერთს ადა­მი­ა­ნუ­რი მის­წრა­ფე­ბე­ბი­სა და სურ­ვი­ლე­ბის ას­რუ­ლე­ბის სა­შუ­ა­ლე­ბად გა­ნი­ხი­ლავს. ეს არის ერ­თგვა­რი ვაჭ­რო­ბა ღმერ­თთან – მორ­წმუ­ნემ რაც შე­იძ­ლე­ბა დი­დი სან­თე­ლი უნ­და და­ან­თოს და ხში­რად აკურ­თხოს სახ­ლი, რომ სა­პა­სუ­ხოდ მი­ი­ღოს წყა­ლო­ბა. ნი­შან­დობ­ლი­ვია, რომ მა­გიზ­მი არა მარ­ტო ეკ­ლე­სი­ის საკ­რა­ლუ­რი ავ­ტო­რი­ტე­ტის გაზ­რდას, არა­მედ გამ­დიდ­რე­ბა­საც ემ­სა­ხუ­რე­ბა – ამ სერ­ვი­სებ­ში, ცხა­დია, ფუ­ლიც უნ­და გა­და­ი­ხა­დო. იგი მო­დე­ბუ­ლია მთელს რე­ლი­გი­ურ ყო­ფას – სან­თლე­ბით, ათას­ნა­ი­რი ზე­თე­ბი­თა და ქვე­ბით დაწ­ყე­ბუ­ლი, ლი­ტურ­გი­უ­ლი პრაქ­ტი­კით დამ­თავ­რე­ბუ­ლი, ყვე­ლა­ფე­რი ჯა­დოს­ნო­ბით არის გაჟ­ღენ­თი­ლი. სა­ეკ­ლე­სიო ცხოვ­რე­ბის ამ გა­რეგ­ნულ­მა, ფორ­მა­ლურ­მა მხა­რემ ეკ­ლე­სი­ი­დან თით­ქმის მთლი­ა­ნად გან­დევ­ნა ღვთის სიტ­ყვა, სა­ხა­რე­ბა და ისიც მა­გი­ურ წრე­ში აღ­მოჩ­ნდა – მი­სი რი­ტუ­ა­ლუ­რი კოც­ნა უფ­რო მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი საქ­მეა, ვიდ­რე წა­კით­ხვა.

კლა­სი­კურ მარ­თლმა­დი­დებ­ლურ თე­ო­ლო­გი­ას თა­ვი რომ და­ვა­ნე­ბოთ, რო­მე­ლიც მე­ტის­მე­ტად სკეპ­ტი­კუ­რად უყუ­რებს სას­წა­უ­ლის ფე­ნო­მენს, სრუ­ლი­ად მი­ვიწ­ყე­ბუ­ლია ას­კე­ტი­კუ­რი გა­მოც­დი­ლე­ბაც, რომ­ლის თა­ნახ­მად, სას­წა­უ­ლე­ბი სუ­ლი­ე­რი ცხოვ­რე­ბის­თვის, უმე­ტეს­წი­ლად, ავის მო­მას­წა­ვე­ბე­ლი ნი­შა­ნია. საკ­მა­რი­სია გა­და­ვავ­ლოთ თვა­ლი პა­ტე­რი­კებს – ბე­რებ­სა და სა­ეკ­ლე­სიო მა­მებ­ზე მოთ­ხრო­ბილ ამ­ბებს, რომ ვნა­ხავთ, ისი­ნი, რო­გორც წე­სი, გა­ურ­ბი­ან ზე­ბუ­ნებ­რივს, ან­და მაქ­სი­მა­ლუ­რად ერი­დე­ბი­ან სას­წა­უ­ლე­ბის გა­სა­ჯა­რო­ე­ბას.

დღეს კი სა­ეკ­ლე­სიო სას­წა­უ­ლი მე­დი­ა­ყო­ველ­დღი­უ­რო­ბად, თავ­მო­წო­ნე­ბი­სა და რე­ლი­გი­უ­რი ამ­პარ­ტავ­ნო­ბის მი­ზე­ზად არის ქცე­უ­ლი. თუმ­ცა, ერ­თა­დერ­თი სას­წა­უ­ლი, რო­მელ­საც ქრის­ტეს ბე­ჭე­დი ადევს ნიშ­ნად, სიყ­ვა­რუ­ლი და თავ­გან­წირ­ვაა სხვა ადა­მი­ა­ნის­თვის, გა­ნურ­ჩევ­ლად მი­სი მრწამ­სი­სა და ეროვ­ნე­ბი­სა. გა­სულ სა­უ­კუ­ნე­ში მხო­ლოდ ერ­თი ასე­თი სას­წა­ულ­მოქ­მე­დი ბე­რი გა­მო­უჩ­ნდა ქარ­თულ მარ­თლმა­დი­დებ­ლო­ბას – გრი­გოლ ფე­რა­ძე. ეს იმა­ზეც მი­ა­ნიშ­ნებს, რომ ეკ­ლე­სი­ა­ში ადა­მი­ა­ნი­სად­მი სიყ­ვა­რუ­ლი და მის­თვის თავ­და­დე­ბა იშ­ვი­ა­თი გა­მო­ნაკ­ლი­სი გახ­და.

ცთუ­ნე­ბა ძა­ლა­უფ­ლე­ბით

ბო­ლო, მე­სა­მე, გა­მოც­დაც: „აიყ­ვა­ნა ეშ­მაკ­მა იგი ძა­ლი­ან მა­ღალ მთა­ზე და უჩ­ვე­ნა მას ქვეყ­ნის ყვე­ლა სა­მე­ფო და დი­დე­ბა მა­თი, და უთ­ხრა: ყო­ვე­ლი­ვე ამას მოგ­ცემ, თუ და­ე­ცე­მი და თაყ­ვანს მცემ მე”. მი­წი­ე­რი, აბ­სო­ლუ­ტუ­რი ძა­ლა­უფ­ლე­ბის მო­პო­ვე­ბის შე­საძ­ლებ­ლო­ბა გა­და­ი­შა­ლა ქრის­ტეს თვალ­წინ. გამ­შორ­დი, სა­ტა­ნა, რად­გან და­წე­რი­ლია: უფალს ღმერთს შენ­სას თაყ­ვა­ნი ეცი და მხო­ლოდ მას ემ­სა­ხუ­რე, – უც­ხა­დებს ქრის­ტე.

ქრის­ტემ­დე ასე მკა­ფი­ოდ ბო­რო­ტე­ბის ძა­ლა­უფ­ლე­ბის სტრუქ­ტუ­რა არა­ვის წარ­მო­უ­ჩე­ნია. პუ­რი და სა­ნა­ხა­ო­ბა – ეს იყო იმ ტრა­დი­ცი­უ­ლი წეს­რი­გის სა­ფუძ­ვე­ლი, რო­მელ­ზე­დაც იდ­გა კა­პი­ტო­ლი­უ­მიც და ტა­ძა­რიც.

უშ­რომ­ლად ბო­ძე­ბუ­ლი პუ­რი და სას­წა­უ­ლე­ბის ეკ­ვი­ლიბ­რის­ტი­კა­ზე და­ფუძ­ნე­ბუ­ლი რე­ლი­გია ქმნის ბა­ტო­ნო­ბის იმ ხატს, რო­მელ­ზეც ბელ­ზე­ბე­ლია გა­მო­სა­ხუ­ლი. ეს სა­ხა­რე­ბი­სე­უ­ლი უკე­თუ­რე­ბი­სა და ილუ­ზი­ის სამ­ყა­როა, რო­მელ­შიც რე­ლი­გია პო­ლი­ტი­კის სა­ხე­ლით მეტ­ყვე­ლებს, ხო­ლო პო­ლი­ტი­კა რე­ლი­გი­ის რან­გშია აყ­ვა­ნი­ლი.

პოსტსაბჭოთა საეკლესიო ძალაუფლება ორ საყრდენზე დგას – სიმდიდრესა და სასწაულზე, რომლებიც ეკლესიაში უწყვეტ ნაკადად მოედინება. დავიწყებასაა მიცემული სახარებისეული სწავლება იმის შესახებ, რომ სასწაულს ურწმუნონი ეძიებენ და მდიდრებიც ნემსის ყუნწში უნდა გაძვრნენ, ღვთის წყალობა რომ ჰპოვონ.

ნუ თა­ნა ხატ ექ­მნე­ბით სო­ფელ­სა ამას, – აფ­რთხი­ლებს პავ­ლე მო­ცი­ქუ­ლი ქრის­ტეს მიმ­დევ­რებს. მო­ცი­ქუ­ლის სიტ­ყვე­ბი ლა­თი­ნუ­რად ასე ჟღერს – ნო­ლი­ტე კონ­ფორ­მა­რე – ნუ გა­უ­რიგ­დე­ბით, ნუ და­უთ­მობთ წუ­თი­სო­ფელს.

თა­ვი­სი არ­სე­ბო­ბის გან­მავ­ლო­ბა­ში, ალ­ბათ, ყვე­ლა­ზე მთა­ვა­რი და ტრა­გი­კუ­ლი ცთუ­ნე­ბის წი­ნა­შე ეკ­ლე­სია მა­შინ აღ­მოჩ­ნდა, რო­დე­საც დღის წეს­რიგ­ში კო­მუ­ნის­ტუ­რი ხე­ლი­სუფ­ლე­ბი­სად­მი და­მო­კი­დე­ბუ­ლე­ბის გან­საზ­ღვრის სა­კით­ხი დად­გა. 1920-იან წლებ­ში, სა­ქარ­თვე­ლოს მარ­თლმა­დი­დე­ბე­ლი ეკ­ლე­სია ორად გა­ი­ყო – მის­მა მე­თა­ურ­მა, ამ­ბრო­სი ხე­ლა­ი­ამ, კო­მუ­ნიზმს ბო­რო­ტე­ბა, ხო­ლო ოკუ­პანტს – დამ­პყრო­ბე­ლი უწო­და და მო­წა­მებ­რივ გზას და­ად­გა. მაგ­რამ იყო სამ­ღვდე­ლო­ე­ბი­სა და მრევ­ლის მე­ო­რე ნა­წი­ლიც, რო­მელ­მაც, რე­ლი­გი­ურ ენა­ზე რომ ვთქვათ, თაყ­ვა­ნი სცა ამა სოფ­ლის ბა­ტონს – გან­სხე­უ­ლე­ბულ პო­ლი­ტი­კურ, მო­რა­ლურ და რე­ლი­გი­ურ ბო­რო­ტე­ბას – კო­მუ­ნიზმს და ლა­მის ქრის­ტეს მოძ­ღვრე­ბა­დაც კი გა­მო­აც­ხა­და იგი.

კონ­ფორ­მიზ­მმა გა­ი­მარ­ჯვა და საბ­ჭო­ეთ­ში ეკ­ლე­სი­ამ, რო­მე­ლიც მხო­ლოდ ფორ­მა­ლუ­რად იყო და­მო­უ­კი­დე­ბე­ლი სა­ხელ­მწი­ფოს­გან, და­კარ­გა თა­ვი­სი ქრის­ტი­ა­ნუ­ლი სა­ხე. ახ­ლაც, საბ­ჭო­თა კავ­ში­რის დაშ­ლის შემ­დე­გაც, სა­ქარ­თვე­ლოს მარ­თლმა­დი­დე­ბე­ლი ეკ­ლე­სია ისევ ამ სა­უ­კუ­ნის­წი­ნან­დე­ლი გა­რი­გე­ბის, საბ­ჭო­უ­რი ტო­ტა­ლი­ტა­რიზ­მის ზე­მოქ­მე­დე­ბის ქვეშ რჩე­ბა. ამა­ზე, უპირ­ვე­ლეს ყოვ­ლი­სა, გა­რე­სამ­ყა­რო­სად­მი მი­სი და­მო­კი­დე­ბუ­ლე­ბა მეტ­ყვე­ლებს – ერ­თი მხრივ, თა­ვი­სუ­ფა­ლი, ლი­ბე­რა­ლუ­რი, დე­მოკ­რა­ტი­უ­ლი მსოფ­ლი­ოს მი­უ­ღებ­ლო­ბა და, მე­ო­რე მხრივ, რუ­სუ­ლი ერ­თმორ­წმუ­ნე­ო­ბის სა­სო­ე­ბა.

სა­ბო­ლოო ჯამ­ში, „ეშ­მაკ­თან” კონ­ტრაქ­ტის გა­სა­უქ­მებ­ლად, თა­ვი­სუფ­ლე­ბის მი­სა­ღე­ბად სა­ქარ­თვე­ლოს მარ­თლმა­დი­დე­ბელ­მა ეკ­ლე­სი­ამ თა­ვი­სი ავ­ტო­კე­ფა­ლი­ის არ­სი უნ­და შე­ი­მეც­ნოს და კვლავ გა­ნა­ხორ­ცი­ე­ლოს იგი. რა თქმა უნ­და, ეკ­ლე­სია არც ჩრდი­ლო­ეთ­ზე და და­სავ­ლეთ­ზე, არც აღ­მო­სავ­ლეთ­სა და სამ­ხრეთ­ზე არ უნ­და იყოს ორი­ენ­ტი­რე­ბუ­ლი. მას­ზე გავ­ლე­ნის ერ­თა­დერ­თი წყა­რო არას­მქო­ნე, დევ­ნი­ლი, უძ­ლუ­რი, უსა­ხუ­რი ნა­ზა­რე­ვე­ლი უნ­და გახ­დეს, მხო­ლოდ და მხო­ლოდ ჯვარ­ცმუ­ლი ღმერ­თის „ზე­მოქ­მე­დე­ბამ” უნ­და გან­საზ­ღვროს ეკ­ლე­სი­ის ყო­ველ­დღი­უ­რო­ბა, მი­სი და­მო­კი­დე­ბუ­ლე­ბა თი­თო­ე­ულ ადა­მი­ან­თან, პო­ლი­ტი­კას­თან, კულ­ტუ­რას­თან, თა­ნა­მედ­რო­ვე­ო­ბა­სა თუ, სა­ერ­თოდ, მთელ სამ­ყა­როს­თან.

კატეგორია: რელიგია | ნანახია: 684 | დაამატა: buka | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
შესვლის ფორმა
კალენდარი
«  აპრილი 2013  »
ორსამოთხხუთპარშაბკვ
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
2930
ჩვენი გამოკითხვა
მოგწონთ ჩვენი საიტი?
სულ პასუხი: 15729
სტატისტიკა

სულ ონლაინში: 1
სტუმარი: 1
მომხმარებელი: 0