მთავარი » 2012 » ივლისი » 10 » ესპანეთი კვლავ ევროპის ჩემპიონია
11:18 PM
ესპანეთი კვლავ ევროპის ჩემპიონია

ესპანეთის საფეხბურთო ნაკრებმა ევროპის ჩემპიონატის ფინალში 4:0 დაამარცხა იტალია და 2008 წელს მოპოვებული ტიტული ჩეინარჩუნა, ამასთან გახდა პირველი ნაკრები, რომელმაც ზედიზედ სამი დიდი ტურნირი მოიგო - 2010 წელს მოსფლიოს ჩემპიონიც გახდა.

უნიკალურია ესპანელთა სხვა მიღწევაც. ამ სამი ტურნირის პლეი ოფის ათივე მატჩში მათ ერთი გოლიც არ გაუშვეს, ამ ჩემპიონატზე კი მათ მხოლოდ იტალიამ გაუტანა, ისიც ჯგუფურ ეტაპზე.

ტურნირზე ესპანეთმა პირველი მატჩი იტალიასთან ჩაატარა, სადაც 0:1 აგებდა, მაგრამ შემდეგ გაუთანაბრა და დანარჩენ 5 თამაშში ვისენტე დელ ბოსკეს გუნდმა კარი მშრალად შეინახა.

თავის მხრივ დელ ბოსკე ფეხბურთის ისტორიაში პირველი მწვრთნელი გახდა, რომელსაც მოგებული აქვს სამი დიდი ტურნირი - მსოფლიოს და ევროპის ჩემპიონატები და ჩემპიონთა ლიგა.

ჯგუფური ეტაპის მატჩისგან განსხვავებით ფინალში ესპანეთი იტალიაზე აშკარად უკეთ გამოიყურებოდა და 14-ე წუთზე ლამაზი კობინაციის გათამაშების შემდეგ დავიდ სილვას გოლით დაწინაურდა.

იტალია უტევდა, მაგრამ როდესაც ტაიმის მიწურულს ხორდი ალბამ სხვაობა ორამდე გაზარდა, ესპანელთა უპირატესობა საბოლოოდ გამოიკვეთა.

მეორე ტაიმის მეხუთე წუთზე იტალიელ ანტონიო დი ნატალეს მიეცა სხვაობის შემცირების შანსი, მაგრამ ესპანეთი მეკარე იკერ კასილიასმა იხსნა.

ხოლო 60-ე წუთზე ტიაგო მოტას დაშავების შემდეგ იტალიელები კაცნაკლულნი დარჩნენ, რადგან სამივე შეცვლის უფლება გამოყენებული ჰქონდათ და კიდევ ორი გოლი გაუშვეს.

ჯანლუიჯი ბუფონი, იტალიის მეკარე: "დღეს მოედანზე ბრძოლა არ ყოფილა. ესპანეთმა აშკარად გვაჯობა."

ესპანეთი სამი ევროჩემპიონობით გაუთანაბრდა გერმანიას, რომელმაც ეს ტურნირი 1972, 1980 და 1996 წლებში მიგო. ესპანეთს პირველად ევროპირველობა 1964 წელს აქვს მოგებული, როცა ფინალში 2:1 დაამარცხა საბჭოთა კავშირის ნაკრები.


ევროპის ჩემპიონატი
პოლონეთი-უკრაინა. 8 ივნისი - 1 ივლისი

ფინალი. კიევი. 1 ივლისი
ესპანეთი 4:0 იტალია

ესპანეთი: კასილიასი, პიკე, რამოსი, არბელოა, ალბა, ბუსკეტსი, ალონსო, ჩავი, ინიესტა (მატა 87), სილვა (პედრო 60), ფაბრეგასი (ტორესი 75)

იტალია: ბუფონი, აბატე, ბარცალი, ბონუჩი, კიელინი (ბალძარეტი 21), მარკიზიო, დე როსი, მონტოლივო (მოტა 57), პირლო, ბალოტელი, კასანო (დი ნატალე 46)

გოლები: 1:0 სილვა (14), 2:0 ალბა (41), 3:0 ტორესი (84), 4:0 მატა (88)


   

კატეგორია: სპორტი | ნანახია: 668 | დაამატა: buka8867 | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
შესვლის ფორმა
კალენდარი
«  ივლისი 2012  »
ორსამოთხხუთპარშაბკვ
      1
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
3031
ჩვენი გამოკითხვა
მოგწონთ ჩვენი საიტი?
სულ პასუხი: 15729
სტატისტიკა

სულ ონლაინში: 1
სტუმარი: 1
მომხმარებელი: 0