მთავარი » 2012 » ივლისი » 18 » GPS-საათი Watchie ავადმყოფებზე ზედამხედველობისთვის
10:29 AM
GPS-საათი Watchie ავადმყოფებზე ზედამხედველობისთვის

ალცგეიმერით ან სკლეროზით დაავადებულ ადამიანებზე ზრუნვა ძალიან რთული ამოცანაა, მათ მუდმივი ყურადღება სჭირდებათ. ამასთანავე, ყველა არაა მზად მათი გადაადგილების თავისუფლების შესაზღუდად. ასეთი შემთხვევებისთვის შვედურმა კომპანიამ u-blox შექმნა Watchie. ეს GPS-ტრეკერია, რომელიც ხელზე საათის მსგავსად უკეთდება ადამიანს და პაციენტების გადაადგილებაზე დაკვირვების შესაძლებლობას იძლევა.

მოწყობილობას Watchie საფუძვლად ტექნოლოგია u-blox CellLocate უდევს, ეს ერთ ჩიპზე გაერთიანებული GPS-მოდული და ფიჭური გადამცემია, ისინი ადგილმდებარეობას მაღალი სიზუსტით განსაზღვრავენ. ამასთან, უკანასკნელი პასუხისმგებელ პირს გადასცემს ტრანსლაციას. შესაბამისად, საათის კონსტრუქციაში გათვალისწინებულია აგრეთვე სლოტი SIM-ბარათისთვისაც.

Watchie-ს დამატებითი ფუნქციების ნაკრებიც აქვს. ფუნქცია SafeZone მზრუნველს ვირტუალური საზღვრების დაგეგმვის  შესაძლებლობას აძლევს, და როდესაც პაციენტი დადგენილ ფარგლებს გასცდება, მზრუნველი დაუყოვნებლივ ღებულობს შეტყობინებას. საათზე განგაშის ღილაკია, რომლის დაჭერისას Watchie-ს მიმდინარე პოზიცია პასუხისმგებელ პირს გადაეცემა. აქ არის ჩაშენებული აქსელერომეტრი, რომელიც მომხმარებლის უეცარ მკვეთრ მოძრაობას აკონტროლებს, და თუ იგი, მაგალითად, ეცემა, შეტყობინება ეგზავნება მზრუნველს. და ბოლოს, ელექტრონული ნაწილი იმგვარადაა ოპტიმიზებული, რომ აკუმულატორი რამოდენიმე კვირიან მუშაობას უზრუნველჰყოფს. მოწყობილობის ღირებულება უცნობია.

კატეგორია: გამოგონებები | ნანახია: 614 | დაამატა: buka8867 | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
შესვლის ფორმა
კალენდარი
«  ივლისი 2012  »
ორსამოთხხუთპარშაბკვ
      1
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
3031
ჩვენი გამოკითხვა
მოგწონთ ჩვენი საიტი?
სულ პასუხი: 15729
სტატისტიკა

სულ ონლაინში: 1
სტუმარი: 1
მომხმარებელი: 0