მთავარი » 2012 » ივლისი » 6 » ჰიგსის ბოზონი აღმოჩენილია
11:30 AM
ჰიგსის ბოზონი აღმოჩენილია
ჰიგსის ბოზონი აღმოჩენილია - Site Name



60-იან წლებში, ბრიტანელმა ფიზიკოსმა პიტერ ჰიგსმა, პირველმა სცადა აეხსნა თუ რატომ აქვთ უმცირეს ნაწილაკებს მასა და ივარაუდა, რომ შესაძლოა არსებობს უმცირესი ნაწილაკი ანუ ბოზონი, რომელიც პასუხისმგებელია სხვა ნაწილაკების მასაზე და გრავიტაციაზე. სწორედ მას მერე დაიწყო ამ ნაწილაკის ძიება, რათა ენახათ, მართლა არსებობს თუ არა ის.

ყველაფერს იმას, რაც ფიზიკამ დღემდე მოიყვანა და მოაგროვა, ე.წ. "სტანდარტული მოდელით" არის ცნობილი, ფიქრობენ რომ დიდი აფეთქებისას, როდესაც სამყარო სავარაუდოდ წარმოიშვა, ყველა უმცირესი ნაწილაკი იყო მასის გარეშე, (ანუ ისეთივე როგორც დღეს არის ნაწილაკი ფოტონი, ის ქმნის სინათლეს და სამყაროში ასე სწრაფად სწორედ იმიტომ გადაადგილდება, რომ მას არ გააჩნია მასა) სანამ არ "ჩაირთო" ე.წ. "ჰიგსის ველი" ამ დროს, ფოტონი უმასოდ დარჩა, სხვა ნაწილაკებმა, კი რომლებიც ველის ზემოქმედებას განიცდიდნენ, სხვადასხვა მასა მიიღეს.

სწორედ ამ ველს ქმნის ჰიგსის ბოზონის ნაწილაკები.



დიდი ადრონული ამაჩქარებლის (LHC) აშენებამ, ეს იდეა შესამოწმებლად შესაძლებელი გახადა. საქმე იმაშია, რომ სამყაროში ნებისმიერი მატერია, რომელსაც ვხედავთ, შედგება უამრავი პატარა ნაწილაკებისგან, მათ შორის ატომის ბირთვში არის პროტონები, თავად პროტონი კი 3 კვარკისგან და გლუონებისგან შედგება, რომელიც ამ 3 კვარკს ერთმანეთთან აკავშირებს.

როცა LHC — ში პროტონები აჩქარდება სინათლის სიჩქარესთან მაქსიმალურად მიახლოებული სისწრაფით, შემდეგ კი ერთმანეთს შეაჯახებენ, ამ დროს მასში არსებული კვარკები და გლუონები ერთმანეთს ეჯახებიან და გამოყოფენ საკმარის ენერგიას, რათა შეიქმნას ელექტრონები, კვარკები და სხვა უმცირესი ნაწილაკები, შესაძლოა მათ შორის არის ჰიგსის ნაწილაკიც (თუ ის საერთოდ არსებობს)

ჰიგსის ნაწილაკი 100 დან 200 ჯერ უფრო დიდი მასის მატარებელია, ვიდრე თვითონ პროტონი და არსებობს მხოლოდ მემილიონედის, მემილიარდედ, მემილირადედი წამი რის მერეც იშლება სხვა ნაწილაკებად და ეს სხვა ნაწილაკები კიდევ სხვა ნაწილაკებად.

სწორედ ეს არის მთავარი სირთულე მის აღმოჩენისას, რომ პირდაპირ ჰიგსის ბოზონის აღმოჩენა ძნელია, მხოლოდ მისი შედეგებზე დაკვირვებით შეგვიძლია დავასკვნათ არსებობს თუ არა.

ეს შედეგები კი მიზერულია ყოველი შეჯახებისას, ამიტომ უკვე წლებია LHC დღეში 24 საათი მუდმივად ჩართულია და მუდმივად აგროვებს მონაცემებს შეჯახებებიდან. 

მაგრამ რატომ ქვია მას "ღვთიური" ან "ღმერთის" ნაწილაკი? საქმე იმაშია, რომ ერთ-ერთ წიგნის ავტორს, რომელიც ჰიგსის ბოზონს ეძღვნებოდა, სურდა წიგნისთვის დაერქვა "ღვთით წყეული ნაწილაკი" როგორც ხუმრობა, რადგან მისი აღმოჩენა და დაჭერა ასე ძნელი იყო (Goddamn particle) მაგრამ მას მერე რაც გამომცემლობამ უარი უთხრა, "წყეული" მოაშორა და ხუმრობით "ღმერთის ნაწილაკი" დატოვა, რაც დღემდე უამრავ ადამიანს უბნევს გზა-კვალს.

მოკლედ, ჰიგსის ბოზონი, შესაძლოა არის ნაწილაკი, რომელიც სხვა ნაწილაკებს ანიჭებს მასას. ის შექმნიდან ძალიან მალე ქრება ამიტომ მისი აღმოჩენა ძნელია, მაგრამ დღეს, LHC — ში, ორმა სხვადასხვა ჯგუფმა დაადასტურა, რომ მოაგროვეს საკმარისი მასალა იმის სათქმელად, რომ ჰიგსის ბოზონი აღმოჩენილია და ის 99%-ით არსებობს. 



თავად პიტერ ჰიგსმა, რომელიც ამ კონფერენციას ესწრებოდა, ცრემლები ვერ შეიკავა, CMS და ATLAS — ის ჯგუფი, ცალ-ცალკე ეძებდა ჰიგსის ბოზონს და ორივემ ერთად მიაგნო, ასე რომ შეცდომის შანსი მცირეა. ამით ფიზიკის "სტანდარტული მოდელი" შეიძლება სრულად ჩაითვალოს. LHC — კი აგრძელებს აურაცხელი რაოდენობის ექსპერიმენტებს.
 


ჰიგსის ბოზონი აღმოჩენილია - Site Name
კატეგორია: საკითხავი | ნანახია: 851 | დაამატა: buka8867 | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
შესვლის ფორმა
კალენდარი
«  ივლისი 2012  »
ორსამოთხხუთპარშაბკვ
      1
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
3031
ჩვენი გამოკითხვა
მოგწონთ ჩვენი საიტი?
სულ პასუხი: 15729
სტატისტიკა

სულ ონლაინში: 1
სტუმარი: 1
მომხმარებელი: 0