მთავარი » 2012 » ივლისი » 10 » იაზროვნეეთ
9:45 PM
იაზროვნეეთ
იაზროვნეეთ - Site Name

1. ბევრ ქვეყანაში არსებობს ტრადიცია გარკვეული ასაკის მიღწევის შემდეგ ბიჭის კაცად შერაცხვისა, რაც დაახლოებით 13-14 წლის ასაკში ხდება. თუმცა 1912 წელს ბრიტანეთის კუთვნილ მცირე ტერიტორიაზე კაცად შერაცხეს ყველა ბიჭი, რომელიც 8 წელზე უფროსი იყო. ამას ბიჭებისთვის ტრაგიკული შედეგი მოჰყვა. დაასახელეთ აბსოლიტურად ზუსტად, თუ სად მოხდა ეს ფაქტი.
2. სპეციალურ მიკროლინზებს წინასწარ დამზადებულ გამოსახულებაზე ამაგრებენ. ლინზების მიზანია მათ ზედაპირზე მოხვედრილი სინათლის სხივი იმავე მიმართულებით აისხლიტონ უკან. ჩვეულებრივ კი ნივთები სხვადასხვა მიმართულებით ფანტავენ სხივებს. ამ ტექნოლოგიის მასობრივი გამოყენება გასული საუკუნის დასაწყისში დაიწყეს და დაახლოებით 1 წლის შემდეგ ონტარიოში 5 ათასი იქსი დაამონტაჟეს. დაასახელეთ იქსი ორი სიტყვით.
3. ამ ქვეყანას ზოგიერთი ტურისტი მოიხსენიებს, როგორც Never Ending Peace and Love. ჩვენ არ გეკითხებით, რა ქვეყანაზეა საუბარი. დაასახელეთ ამ ქვეყნის მთავარი ღირსშესანიშნაობა.
4. მიუხედავად იმისა, რომ ეს ქალაქი არ მდებარეობს ზღვის პირას, მისი ძველი სახელწოდება, რომელიც ძვ.წ-ით მესამე საუკუნეში დაარქვეს კელტებმა, ნიშნავს ღუზას. ამჟამად ამ ქალაქის მოსახლეობის უმეტესობას არც კელტები და არც ინდო-ევროპელები არ შეადგენენ, მისი სახელი კი ოდნავ შეიცვალა. რომელ ქალაქზეა საუბარი?
5. ერთი ვერსიით, ამ სიტყვის ეტიმოლოგია უკავშირდება გამოთქმას „წვერიდან კუდამდე", სადაც წვერში თხის წვერი იგულისხმება. მეორე ვერსიით კი სიტყვის წარმომავლობა უკავშირდება ინგლისური ბარების აბრებს, რომლებზეც ეწერა, რომ ბარში შეგეძლოთ ლუდის დალევა და ბილიარდის თამაში. დაწერეთ ეს სიტყვა.
 

კატეგორია: გამოცანები | ნანახია: 752 | დაამატა: buka8867 | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
შესვლის ფორმა
კალენდარი
«  ივლისი 2012  »
ორსამოთხხუთპარშაბკვ
      1
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
3031
ჩვენი გამოკითხვა
მოგწონთ ჩვენი საიტი?
სულ პასუხი: 15729
სტატისტიკა

სულ ონლაინში: 1
სტუმარი: 1
მომხმარებელი: 0