მთავარი » 2012 » ივლისი » 29 » ქართული სულსი კვეთება
8:44 PM
ქართული სულსი კვეთება
ქართული სულის კვეთება - Site Name

ქართული სულის კვეთება,
მის ბუნებით იკვეთება,
ტყეში წითურა შინდით,
მთაზე დაწოლილი ბინდით.

მგლების ჯოგებად წანწალით,
მათი ლეკვების ბანცალით,
ირმების კლანით მთებში,
ქართველთა ძალა რქებში.

თვალების ხედვით არწივის,
ქართული სულით გასწივის,
ცხვართა ფარების შიშით,
შაქარმოყრილი ბიშით.

კალმახის ცურვით ჩანჩქერში,
მძინარე დათვით ნამქერში,
კლდეებზე ჯიხვების ჭიდილით
და მზის ამოსვლით დილით.

ქვაბულითა და მღვიმით,
ფიალა სავსე ღვინით,
ქართველთა მთაში ღრეობით
ბარში ათასი დღეობით.

ბუნება განძით მდიდარით,
ქართველთა ცრემლის მდინარით,
შეიგრძნო ბუნება რთულია,
სულის კვეთება ქართულია.
 
კატეგორია: საქართველო | ნანახია: 719 | დაამატა: buka | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
შესვლის ფორმა
კალენდარი
«  ივლისი 2012  »
ორსამოთხხუთპარშაბკვ
      1
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
3031
ჩვენი გამოკითხვა
მოგწონთ ჩვენი საიტი?
სულ პასუხი: 15729
სტატისტიკა

სულ ონლაინში: 1
სტუმარი: 1
მომხმარებელი: 0