მთავარი » 2012 » ივლისი » 19 » მადლმოსილი ცეცხლი
9:54 AM
მადლმოსილი ცეცხლი
მადლმოსილი ცეცხლი - Site Name

ყოველი წლის აღდგომის წინა დღეს, დიდ შაბათს, მაცხოვრის საფლავზე მადლმოსილი ცეცხლის გარდამოსვლა მართლმადიდებლობის ჭეშმარიტებასა და დიდებულებას ამტკიცებს. მოციქულტა და წმიდა მამათა მოწმობით, უნივთო ცეცხლმა ჯერ კიდევ აღდგომისას გააბრწყინა მაცხოვრის საფლავი. 
ზეციური ცეცხლი იერუსალიმის აღდგომის ტაძარში პირველად მე-3 საუკუნეში გადმოსულა. საეკლესიო ჟამთააღმწერელი ჰიმნოფილოსი მოგვითხრობს, რომ სააღდგომო ლიტანიობაზე კანდელში ზეთი შემოაკლდათ და პატრიარქმა ნარცისმა გასცა კურთხევა, მათში სილოამის ემბაზის წყალი ჩაესხათ. როდესაც პატრიარქის კურთხევა შესრულდა, ზეციდან ცეცხლი გადმოვიდა და აანთო კანდელები, რომლებიც მთელი ლიტანიობის განმავლობაში არ ჩამქრალა.
მაცხოვრის საფლავი მდებარეობს აღდგომის ტაძარში, რომელიც მე4 საუკუნეში აიგო დედოფალ ელენეს ბრძანებით. უფლის საფლავზე აღმართულია სამლოცველო-კუვუკლია, რომელიც ანგელოზის ეკვდერისა და საკუთრივ საფლავისგან შედგება. მაცხოვრის საფლავის გამოქვაბული დიდი არ არის, სიგრძით სულ 207 სმ-ია, ხოლო სიგანით 193 სმ. 

ცეცხლის გადმოსვლის სამი პირობა:
1. ამ საიდუმლოში უთუოდ უნდა მონაწილეობდნენ არაბი ქრისტიანები თავიანითი "ხმაურიანი" ლოცვა-ვედრებით. ბრიტანეთის ბატონობის წლებში ინგლისის გუბერნატორმა სცადა აეკრძალა ეს "ველური" როკვა, მაგრამ ცეცხლი მანამ არ გადმოვიდა, სანამ ტაძარში არაბი მართლმადიდებლები არ შევიდნენ და ლოცვა არ აღვალინეს.
2.მეორე პირობაა საბაწმინდელი ბერების ლოცვა. მათ ტაძარში მოაქვთ ისიქასტური ლოცვის შინაგანი დაძაბულობა, რომელიც ადამიანთა გულებში საიდუმლოდ აღანთებს "გონიერ" ღვთაებრივ ცეცხლს.
3.ამ მოვლენის უმთავრესი მონაწილეა პატრიარქი-მსოფლიოში უძველესი იერუსალიმის ეკლესიია მეთაური. 

მადლმოსილი ცეცხლი

სამლოცველოში შესვლისას პატრიარქი მუხლმოდრეკით მიეახლება მაცხოვრის საფლავს. აი ამ დროს იწყება ენით აუწერელი მღელვარე წუთები.
იერუსალიმის ერთ-ერთი პატრიარქი ასე აღგვიწერს ცეცხლის გარდამოსვლას: " შევედი ანგელოზის ეკვდერში. კარი ჩემ უკან დაიხშო. ქვაბულში ბნელოდა. მკრთალი სინათლე ძლივს აღწევდა წმინდა საფლავის როტონდის ორი ხვრელიდან ხოლო მაცხოვრის საფლავის ეკვდერში ვეღარც ვარჩევდი რა მეჭირა ხელში ლოცვანი თუ სხვა რამ. სიბნელეში ზლივს მოჩანდა მოთეთრო საგანი. მაცხოვრის საფლავის მარმარილოს ფილა უნდა ყოფილიყო. როდესაც ლოცვანი გადავშალე, გაკვირვებული დავრჩი-გაუჭირვებლად შემეძლო კითხვა... უაღრესი სულიერი მღელვარებით წავიკითხე სამი-ოთხი სტრიქონი და ისევ მაცხოვრის საფლავს შევხედე. ფილა სულ უფრო და უფრო ნათდებოდა. უკვე აშკარად ვხედავდი მის კიდეებს. უცებ დავინახე საუცხოო ფერებად მოელვარე მძივის მარცვლებივით მიმობნეული "მარგალიტები". ფილა უკვე ძლიერ ნათელს გადმოსცემდა. გაოგნებულმა ბამბით შევაგროვე ეს "მარგალიტები", რომლებიც ზეთის წვეთებივით ეკვროდა ერთმანეთს. ბამბიდან უჩვეულო სითბო ვიგრძენი. მივუახლოვდე სანთელს. პატრუქი დენთვით აბრიალდა, სანთელი აინთო. მისმა ნათებამ აღდგომის სამი ხატი გაანათა. აქვე დამყურებდა ღვთისმშობლის სათნო სახე. მაცხოვრის საფლავთან ყველა კანდელი განათდა". 

მაცხოვრის საფლავზე გადმოსული ცეცხლი თბილია და საამო. იგი სრულებით არ წვავს. დაახლოებით 10-15 წუთის განმავლობაში ცეცხლს ჩვეულებრივი ცეცხლის თვისებები არ გააჩნია. ამ რამდენიმე წუთის განმავლობაში მორწმუნეები მას თავსა და პირზე იტარებენ. 
აღსანიშნავია ისიც რომ მადლმოსილი ცეცხლი ხეციდან მხოლოდ მართლმადიდებელთა კანდელზე გადმოდის მაშინაც კი როდესაც გვერდით სხვა კონსეფსიის (გრიგორიანელები, კათოლიკები, კოპტები) კანდელები დგას. 



მადლმოსილი ცეცხლი - Site Name

მადლმოსილი ცეცხლი - Site Name

მადლმოსილი ცეცხლი - Site Name

მადლმოსილი ცეცხლი - Site Name

კატეგორია: რელიგია | ნანახია: 897 | დაამატა: buka8867 | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
შესვლის ფორმა
კალენდარი
«  ივლისი 2012  »
ორსამოთხხუთპარშაბკვ
      1
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
3031
ჩვენი გამოკითხვა
მოგწონთ ჩვენი საიტი?
სულ პასუხი: 15729
სტატისტიკა

სულ ონლაინში: 1
სტუმარი: 1
მომხმარებელი: 0