მთავარი » 2012 » ივლისი » 13 » ფიტ-მოდელები ⇨ ვინ არიან ისინი?
11:46 AM
ფიტ-მოდელები ⇨ ვინ არიან ისინი?
ფიტ-მოდელები ⇨ ვინ არიან ისინი? - Site Name

თუ დავფიქრდებით, აღმოვაჩენთ რომ სუპერ მოდელის ცნება სულ უფრო და უფრო იცვლება სამოდელო ბიზნესში. არიან ასევე ტოპ მოდელები, რომელთა ჰონორარი გამოითვლება მილიონებით, პლუს "საიზ" მოდელები, რომელთა პარამეტრები შორსაა ტრადიციულო 90-60-90-სგან, და ასევე ფიტ-მოდელები, რომელნიც უცნობია ფართო საზოგადოებისთვის. თუმცა მათ გარეშე რთულია მოდის ინდუსტრიის წარმოდგენა. სწორედ მათ შესახებ გაგრძელდება ამ სიახლეში საუბარი.
Fიტ მოდელი ან სხვაგვარად house models (იგულისხმება მოდის სახლის მოდელები) - ისინი არიან გოგონები, რომლებზეც მსოფლიო დიზაინერები ქმნიან თავიანთ შემოქმედებებს. ისინი ატარებენ უამრავ საათებს, დღეებს და ასევე თვეებს მოდის სახლების ატელიებში. სადაც დიზაინერები პირდაპირ მათ სხეულზე კერავენ თავიანთ ახალ კოლექციეებს. მათი მნიშვნელობა მოდის ინდუსტრიაში, არც ისე პატრაა, როგორც ჟღერს. რადგან პირველი შთაბეჭდილება, რომელსაც ახდენს კოლექციის სამოსი პოდიუმზე, ნაწილობრივ დამოკიდებულია მათზე, ხოლო ონლაინ–შოპინგის შემთხვევაში, რომელიც სულ უფრო და უფრო ხდება პოპულარული, ფიტ–მოდელების როლი აქ უკიდურესად მნიშვნელოვანიაფიტ მოდელის მთავარი ვალდებულება და პასუხისმგებლობაა – დაეხმაროს დიზაინერს იმის დანახვაში, თუ როგორი დასრულებული სახე ექნება მის შემოქმედებას, პოდიუმზე ან საშუალო სტატისტიკის მყიდველებზე. (მართალია ეს საეჭვოა, რადგან ფიტ მოდელების პარამეტრები რადიკალურად არ განსხვავდება ჩვეულებრივი პოდიუმის მოდელისგან იგივე 175 სმ სიმაღლე და ნულოვანი ზომა) პარამეტრების შესახებ შეიძლება ითქვას, რომ ფიტ მოდელების შემთხვევაში, იგი მაქსიმალურადაა მიახლოებული დიზაინერების იდეებს, ქალის იდეალური ფორმის შესახებ. ეს ყოველივე მოიცავს არამარტო სიმაღლეს, წელის გარშემოწირულობას, ბარძაყებსა და მკერდს, არამედ მხრის სიგანესა და ხელ-ფეხის ზომას, განსაკუთრებულ ფიზიკურ მონაცემებს. ამდენად ფიტ-მოდელი - ეს არის ქალი, გარეგნობა, რომელიც განასახიერებს ბრენდის ესთეტიკურობასა და ვიზუალს. ხოლო თუ მოდელის სხეული და სახე სავსებით აკმაყოფილებს დიზაინერის პირად გემოვნებასა და უპირატესობას, მაშინ მასთან ხელშეკრულება შეიძლება დაიწეროს ძალიან დიდი ხნის განმავლობაში.თუმცა ფიტ-მოდელების სამუშაო არ შემოიფარგლება მხოლოდ სამოსის გაზომვით სამკერვალოში. მას შემდეგ, რაც კიდევ ერთ კოლექციაზე მუშაობა დასრულებულია, მოდელი მაინც გამოდის პოდიუმზე, რომლებიც ჩვეულებრივ გამოდიან საკრუიზო ან მოდის სახლის ჩვენებებზე. მაგრამ სხვა მოდელებისგან განსხვავებით, რომელსაც ევალება ჩვენებაზე გამოვიდეს 2 ან 3 სხვადასხვა იმიჯით, ფიტ- მოდელების გამოსვლა შემოიდარგლება მხოლოდ ერთი გამოსვლით. მიუხედავად ამისა, ფიტ- მოდელები არასდროს ხსნიან ან ხურავენ ჩვენებას.

მაშ, ვინ ხდებიან ფიტ მოდელები? როგორც ნებისმიერ კითხვაში, აქ არსებობს აზრთა ორი სხვადასხვაობა. ზოგიერთები თვლიან, რომ ფიტ-მოდელები არიან გოგონები, რომელთაც არ გაუმართლათ სამოდელო ინდუსტრიაში, სხვადასხვა მიზეზთა გამო არ აეწყო მათი როგორც მოდელის "სრულფასოვანი" კარიერა, სწორედ ამიტომ მონაწილეობას ვერ იღებდნენ გადაღებებსა და ფოტოსესიებში. სწორედ ამიტომ მათ მოდის სამყაროში არჩიეს როგორმე "შემორჩენა"და მაინც ახარებთ ეს ფაქტი, იმის მიუხედავად რომ ცოცხალი მანიკენები არიან. სხვების აზრით ისინი არიან მოთხოვნადი და საჭირო მოდელები დიდი პოტენციალით. რომელთაც დაიმსახურეს დიზაინერების ყურადღება მანამ, სანამ მათ დიზაინერთა კოლეგები შეამჩნევდნენ. გარდა ამისა, house model -თა სამუშაო მაღალანაზღაურებადია და ზოგიერთი ასეთი გოგონა მუშაობს დიზაინერებთან უკვე მრავალი წლის განმავლობაში. მაგალითად 33 წლის მოდელი ამანდა სანჩეზი, რომელიც მუშაობს შანელთან 1999 წლიდან.ჩამონათვალთა სიაში ამანდა მხოლოდ შანელს ემსახურება. იგი ჩნდებოდა მოდის სახლის თითქმის ყველა ჩვენებაზე, დაწყებული 90 იანი წლებიდან. მაგრამ მისი დანახვა შეუძლებელი იყო ფოტოსესიებსა და ჟურნალებზე ასევე სხვა ბრენდის შოუზე. აქედან გამომდინარე მას მეტსახელად შეარქვეს «Chanel mystery girl». მსგავსი ისტორია ჰქონდა შანელის სხვა მოდელს ალინა კოზელკოვას - უკანასკნელად მან მიიღო მონაწილეობა სხვა ბრენდის ჩვენებაში 2007 წელს.იგივე შეიძლება ითქვას ბრაზილელ მოდელზე - მარილია დუტრაზე, მაგრამ მისი მთავარი დამკვეთი უკვე დიდი დროის განმავლბაში არის ოსკარ დე ლია რენტა.ფიტ მოდელები არ არიან ცნობილები ფართო საზოგადოებისთვის, მაგრამ ეს არ უშლის მათ ხელს იყვნენ ნიჭიერი დიზაინერების მთავარი მუზები, მაგალითად პალინა კასინა დიდი ხნის განმავლობაში მუშაობდა თვთ ალექსანდრე მაქუინთან, რომელმაც შექმნა არაერთი საინტერესო იმიჯი გოგონას სხეულზე. მისი სიკვდილის შემდეგ მან განაგრძო თანამშრომლობა მოდის სახლთან, თუმცა როგორც სარა ბერტონის მუზა.ლატვიელი მოდელი აგნეს ზოგლა 2000 წლიდან თანამშრომლობს Valentino-სთან, მაგრამ ვალენტინო გარავანის წასვლის შემდეგ, რომელიც იყო მისი მეგობარი, გადავიდა მოდის სახლ Armani-ში, ისევ ფიტ- მოდელის ამპლუაში.თუმცა ამ ყვლაფრის მიუხედავად, ყველა ფიტ მოდელი არ რჩება ჰაუზ მოდელად თავისი კარიერის ბოლომდე. არის შემთხვევები, როდესაც ფიტ- მოდელის სამუშაო - არის ბრწყინვალე ნაბიჯი მომავალი სამოდელო საქმიანობისკენ, მაგალითად მკვიდრი მოდელი ეკატერინა კისელევა, რომელიც დღეს დღეობით გამოდის Gucci, DVF, Chloe-ის ჩვენებებზე და იღებენ Elle-სთვის, რამოდენიმე წლის განმავლობაში იყო მოდის სახლის Louis Vuitton-ის ფიტ- მოდელი.
 


ფიტ-მოდელები ⇨ ვინ არიან ისინი? - Site Name

ფიტ-მოდელები ⇨ ვინ არიან ისინი? - Site Name

ფიტ-მოდელები ⇨ ვინ არიან ისინი? - Site Name

ფიტ-მოდელები ⇨ ვინ არიან ისინი? - Site Name

ფიტ-მოდელები ⇨ ვინ არიან ისინი? - Site Name

ფიტ-მოდელები ⇨ ვინ არიან ისინი? - Site Name

ფიტ-მოდელები ⇨ ვინ არიან ისინი? - Site Name

ფიტ-მოდელები ⇨ ვინ არიან ისინი? - Site Name

ფიტ-მოდელები ⇨ ვინ არიან ისინი? - Site Name

ფიტ-მოდელები ⇨ ვინ არიან ისინი? - Site Name

ფიტ-მოდელები ⇨ ვინ არიან ისინი? - Site Name

ფიტ-მოდელები ⇨ ვინ არიან ისინი? - Site Name

ფიტ-მოდელები ⇨ ვინ არიან ისინი? - Site Name

ფიტ-მოდელები ⇨ ვინ არიან ისინი? - Site Name

ფიტ-მოდელები ⇨ ვინ არიან ისინი? - Site Name

ფიტ-მოდელები ⇨ ვინ არიან ისინი? - Site Name

ფიტ-მოდელები ⇨ ვინ არიან ისინი? - Site Name

ფიტ-მოდელები ⇨ ვინ არიან ისინი? - Site Name

კატეგორია: გოგონებისთვის | ნანახია: 1206 | დაამატა: buka8867 | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
შესვლის ფორმა
კალენდარი
«  ივლისი 2012  »
ორსამოთხხუთპარშაბკვ
      1
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
3031
ჩვენი გამოკითხვა
მოგწონთ ჩვენი საიტი?
სულ პასუხი: 15729
სტატისტიკა

სულ ონლაინში: 1
სტუმარი: 1
მომხმარებელი: 0