მთავარი » 2012 » ივლისი » 11 » ყველა უბერავს!! ნიავის გარდა..
5:22 PM
ყველა უბერავს!! ნიავის გარდა..
ყველა უბერავს!! ნიავის გარდა.. - Site Name

უნდა ხატო ლამაზად,ნელა,აუჩქარებლად. ... ყოველი მრავალფეროვნება ერთგვარობაა და ყოველი ცვალებადობა მუდმივობა .. ასე იტყოდა მონტესკიე და მეც ვეთანხმები.ყველა ფერი განსხვავებული და ლამაზია. ამიტომაცაა ფერებში ჩემი გემოვნება ფერებივით მრავალფეროვანიამე თქვენ არ გგავართ!!!! მე თქვენს საწინააღმდეგოდ ვუბერავ!! რადგან დამღალა თქვენსავით ერთ მხარეს ქროლვამ...



მომბეზრდა ამ საგიჟეთში ცხოვრება.. სადაც მეც გიჟი ვარ უბრალოდ თქვენგან განსხვავებული დიაგნოზით.....

ხო შეშლილი ვარ გადარეული... გოგო რომელსაც არ ადარდებს თქვენი დამცინავი აზრები... 




გავა დრო

გავა დრო და მოვიგონებ, შეშლილ ახალგაზრდობას,

გადარეულ და აბნეულ გულის თქმათა აყოლას,

მეგობრებთან ერთად თოვლში და ქარებში ბალღობას,

მოვიგონებ, როცა უკვე აღარავინ არ მოვა…

როგორ გვძენდა გამომწვევი შემოხედვა ფორიაქს,

და რომ დარდებს მტკვართან ერთად, ვაყოლებდით თოლიას.

განცდებისგან გადაღლილნი ერთურთს ვბერტყდით თოვლიანს,

როგორ ვსვამდით სხვების ჩუმად ღამ-ღამობით კონიაკს.

ყველას ერთად რომ გვინდოდა ცის კარების დალაშქვრა,

ჟინი გვქონდა შეგვძლებოდა იქ ღმერთების დანახვა,

როგორ გვსურდა ყველას ერთად ზღვები გადაგველახა,

ერთ ნაპირზე შევხვედროდით, კვლავ ერთურთი გვენახა.

ვიჯექით და ვბაასობდით ცხოვრებაში თუ რა გველის,

ამდენი სჯა-ბაასებით ჩაგვეხლიჩა ყველას ყელი.

გავიხსენებ როგორ ყველამ ჩავიქნიეთ ერთად ხელი,

რადგან მივხვდით ამაოა ცხოვრებაში ყველაფერი.

გავა დრო და მოვიგონებ შეშლილ ახალგაზრდობას…

მოვიგონებ როცა უკვე აღარავინ არ მოვა…



ნუ მთხოვ გავიზარდო..


ნუ მთხოვ გავიზარდო..მე ხომ პატარა ვარ..

ჩემი ოცნებები ჯერ სულმთლად წრფელია..

ნუ მთხოვ გავიზარდო თორემ გეფიცები

ჯერ ისევ ისეთი გაბუტვა მჩვევია..

ისევ შემიძლია ფიქრები წაგართვა,

ბავშვურად უბრალოდ გითხრა რომ ჩემია,

ნუ ცდილობ შემცვალო,ნუ ცდილობ გამზარდო,

მაცადე ბავშვობა..ასე მირჩევნია..

ბავშვურად ცალ ფეხზე ხტუნვა და თამაში

ვარსკვლავთა დათვლა და არჩევა მჩვევია,

მიყვარს ყვავილების ნაწნავში ჩაბნევა

თავი რომ პრინცესად წარმომიდგენია..

ამიტომ ნუ ცდილობ გესმის? მე ნუ შემცვლი,

თქვენი ეს ცხოვრება აქ სულ სხვა ფერია,

არ მინდა..გეყოფა..გთხოვ ნუ დამაბერებ,

ბავშვად მიმიჩნიონ-ასე მირჩევნია..

სხვა დროს აღარ მკითხო რატომ ვარ ასეთი,

ან რატომ ავტირდი,ან რისი მრცხვენია..

მოდი შემიყვარე,რა მოხდა,ბავშვი ვარ,



"ყველა უბერავს ნიავის გარდა" არა... ნიავიც უბერავს!!! ოღონდ ჩვენნაირად არა.... არა არა კი არა ვერა... მას არ შეუძლია ჩვენსავით ცაში აიჭრას და შექმნას არაფრისგან ყველაფერი... ჩვენ ხო... მხოლოდ ჩვენ ადამიანები ვართ ყველაზე გადარეულები!!!


ჩვენ ისევ გიჟებივით მივყვებით ცხოვრებას მაგრამ ხშირათ მაინც ყოველდღიურობას ვემორჩილებით... ალბათ ესეც ჩვენი შეშლილობის ერთერთი განხრაა ხანდახან მგონია ყველაზე ერთფეროვანი ყველაზე მრავალფეროვანია!! ყველაზე ნორმალური კი ყველაზე არანორმალური! .. ეს ის ცნებებია რომლებიც ერთმანეთისგან ძალიან შორს დგანან თუმცა მათ შორის მაინც ერთი ნაბიჯია,.. 5
კატეგორია: გასართობი | ნანახია: 710 | დაამატა: buka8867 | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
შესვლის ფორმა
კალენდარი
«  ივლისი 2012  »
ორსამოთხხუთპარშაბკვ
      1
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
3031
ჩვენი გამოკითხვა
მოგწონთ ჩვენი საიტი?
სულ პასუხი: 15729
სტატისტიკა

სულ ონლაინში: 1
სტუმარი: 1
მომხმარებელი: 0