მთავარი » 2012 » ივლისი » 29 » XXX ოლიმპიადა გრანდიოზული შოუთი გაიხსნა
8:46 PM
XXX ოლიმპიადა გრანდიოზული შოუთი გაიხსნა
XXX ოლიმპიადა გრანდიოზული შოუთი გაიხსნა - Site Name

ჩირაღდანი ხუთი ოქროს მფლობელმა ბრიტანელმა სტივ რედგრეივმა და ცნობილმა ფეხბურთელმა დევიდ ბექჰემმა შვიდ ახალგაზრდა ათლეტთან ერთად აანთეს. 

ათასობით მსახიობმა დიდი ბრიტანეთის ისტორიის სხვადასხვა ეტაპი გააცოცხლა: დაწყებული ინდუსტრიული რევოლუციიდან, ე.წ NHS-მდე - ეროვნული ჯანდაცვის უფასო სისტემამდე, რომელიც დიდ ბრიტანეთში მეორე მსოფლიო ომის შემდეგ შემოიღეს. 

ბრინჯაოს ფოთლებმა წარმოქმნეს ფიალა, რომელშიც ცეცხლი ოლიმპიადის დასრულებამდე, ანუ 12 აგვისტომდე იქნება ანთებული. ოლიმპიადის გახსნის ცერემონია 3 საათსა და 48 წუთს გაგრძელდა.

"ლონდონი-2012" მთელ თაობას შთააგონებს", - განაცხადა სიტყვით გამოსვლისას ლონდონის ოლიმპიადის საორგანიზაციო კომიტეტის ხელმძღვანელმა სებასტიან კოუმ. ის ორგზის ოლიმპიური ჩემპიონია 1500 მეტრ დისტანციაზე სირბილში. კოუმ პირველი ოქროს მედალი 1980 წელს, მოსკოვის ოლიმპიადაზე მოიპოვა.

საერთაშორისო ოლიმპიური კომიტეტის პრეზიდენტმა ჟაკ როგემ სიტყვით გამოსვლისას განაცხადა, რომ ოლიმპიური თამაშების 104-წლიანი ისტორიის მანძილზე, ოლიმპიადას ლონდონი მესამეჯერ მასპინძლობს. მან აღნიშნა, რომ "ლონდონი 2012"-ის ორგანიზატორებს მომზადების 7-წლიან პერიოდში საკმაოდ რთული გზის გავლა მოუწიათ.

"ოლიმპიადების ისტორიაში პირველად, ყველა დელეგაციაში არიან ქალი სპორტსმენები, რაც სქესთა შორის თანასწორობაზე მიუთითებს. ვულოცავ ყველა სპორტსმენს, რომლებმაც დაიმსახურეს უფლება, ოლიმპიადაზე წარმოადგინონ თავიანთი ქვეყნები. ნებისყოფა უფრო მეტს ნიშნავს, ვიდრე მედლები. უარი თქვით დოპინგზე და გახდით მისაბაძი", - მოუწოდა როგემ სპორტსმენებს.

ლონდონის დროით 00:18 საათზე დიდი ბრიტანეთის დედოფალმა ელისაბედ მეორემ ოლიმპიადა გახსნილად გამოაცხადა. არენაზე ოლიმპიური დროშის გამომტანებს შორის იყვნენ გაერო-ს გენერალური მდივანი პან გი მუნი, ადამიანის უფლებათა დამცველი სამი ჩაკრაბარტი და ისრაელელი დირიჟორი დანიელ ბარენბოიმი. ამასთან, არენაზე გავიდა და ოლიმპიურ დროშას შეეხო ლეგენდარული მოკრივე მუჰამედ ალი, რომელსაც პარკინსონის დაავადება აწუხებს. 

ოლიმპიადის გახსნას სტადიონზე 80 ათასი ადამიანი ესწრებოდა. სავარაუდოდ, სხვადასხვა მედიასაშუალებებით ცერემონიალს 4 მილიარდმა ადამიანმა უყურა. შოუში მონაწილეობა 10 000 მოხალისემ მიიღო და ღონისძიებაზე სულ 27 მილიონი ფუნტი სტერლინგი დაიხარჯა.

დენი ბოილოს დადგმულ შოუში მონაწილეობა მიიღეს ბრიტანეთის ისეთმა ცნობილმა ადამიანებმა, როგორებიც არიან მსახიობი როლენს ატკინსონი, მწერალი ჯოან როულინგი, მსოფლიო ქსელის გამომგონებელი ტიმ ბერნერს ლი და მომღერალი პოლ მაკარტნი.

ასევე, მსახიობმა კენეტ ბრანამ წაიკითხა ნაწყვეტი ნაწარმოებიდან "ქარიშხალი". აჩვენეს ვიდეორგოლი "ჯეიმს ბონდიდან" მსახიობ დანიელ კრაიგის მონაწილეობით. სცენარის მიხედვით, ჯეიმს ბონდი ბუკინგემის სასახლეში დედოფლის წამოსაყვანად მივიდა და შემდეგ ოლიმპიური სტადიონის მიმართულებით გამოფრინდა. ამ დროს სტადიონზე გამოჩნდა თვითმფრინავი, რომლიდანაც დედოფლის მსგავსი ქალი პარაშუტით გადმოხტა. იმავე დროს, სტადიონის დედოფლის ლოჟაში გამოჩნდა ნამდვილი მონარქი ელისაბედ მეორე მეუღლესთან, ედინბურგის ჰერცოგ ფილიპთან და საერთაშორისო ოლიმპიური კომიტეტის თავმჯდომარესთან, ჟაკ როგესთან ერთად.

ეკრანზე ერთმანეთის მიყოლებით იცვლებოდა კადრები, რომლებიც ასახავდნენ ლონდონში 1908 და 1948 წლებში ჩატარებულ ოლიმპიურ თამაშებს.

ოლიმპიელთა მონაწილეობით სპორტსმენთა ტრადიციული აღლუმი საბერძნეთის წარმომადგენლებმა გახსნეს. აღლუმის კულმინაცია სტადიონზე თეთრ-ოქროსფერ ტანისამოსში გამოწყობილი მასპინძელი ქვეყნის სპორტსმენების გამოჩენა იყო. ბრიტანეთის გუნდს ქვეყნის დროშით მიუძღვოდა ოლიმპიადის ოთხგზის ჩემპიონი, ველომრბოლელი კრის ხოი.

ბრიტანელთა ნაკრების არენაზე გამოჩენისას სტრატფორდის სტადიონზე 7 მილიარდი ფურცელი აფრიალდა, რამდენი ადამიანიც დღევანდელ მსოფლიოში ცხოვრობს.

შთამბეჭდავ შოუს ულამაზესი ფეიერვერკი ერთვოდა. საღამოზე საზოგადოებას პოლ მაკარტნიმ ლეგენდარული ჯგუფის ”Beatles”-ის ერთ-ერთი სიმღერა ”Hey Jude” უმღერა. ლონდონის ოლიმპიადის გახსნის ცერემონია უკვე აღიარეს ერთ-ერთ ყველაზე გრანდიოზულ და სანახაობრივ შოუდ.

ოლიმპიადაზე საქართველოს დელეგაციას საქართველოს დროშით ოლიმპიური გუნდის კაპიტანი ნინო სალუქვაძე მიუძღვოდა. საქართველოს ოლიმპიური ნაკრები წლევანდელ თამაშებზე სპორტის 12 სახეობის წარმომადგენელი 35-კაციანი შემადგენლობით გამოვიდა. მედლებისთვის ბრძოლაში პირველები 28 ივლისიდან ძიუდოისტები ჩაერთვებიან. ტატამზე გუნდიდან პირველი ბეთქილ შუკვანი გავა.




[center][/center]
 


XXX ოლიმპიადა გრანდიოზული შოუთი გაიხსნა - Site Name

XXX ოლიმპიადა გრანდიოზული შოუთი გაიხსნა - Site Name

XXX ოლიმპიადა გრანდიოზული შოუთი გაიხსნა - Site Name

XXX ოლიმპიადა გრანდიოზული შოუთი გაიხსნა - Site Name
კატეგორია: სპორტი | ნანახია: 651 | დაამატა: buka | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
შესვლის ფორმა
კალენდარი
«  ივლისი 2012  »
ორსამოთხხუთპარშაბკვ
      1
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
3031
ჩვენი გამოკითხვა
მოგწონთ ჩვენი საიტი?
სულ პასუხი: 15729
სტატისტიკა

სულ ონლაინში: 1
სტუმარი: 1
მომხმარებელი: 0