მთავარი » სპორტი

ფეხბურთის უამრავი ქომაგი ალფრედო დი სტეფანოს პლანეტის ყველა დროის საუკეთესო მოთამაშედ მიიჩნევს და ერთი შეხედვით გასაკვირია- თუ პელემ, კრუიფმა, მარადონამ მსოფლიოს ჩემპიონატებზე გაიბრწყინეს, დი სტეფანოს არასდროს უასპარეზია მუნდიალზე. მეორეს მხრივ, ალფრედო დი სტეფანოს თამაში იდეალური ნაზავი გახლდათ ფილიგრანული ტექნიკის და გუნდური თამაშის პრინციპების ერთგულების. დი სტეფანო წლების განმავლობაში მეოცე საუკუნის საუკეთესო გუნდის, მადრიდის "რეალის” ლიდერი გახლდათ, ამიტომაც ფეხბურთის მილიონობით ქომაგის აღიარება ლოგიკურადაც კი გამოიყურება. 

Категория: სპორტი | Просмотров: 552 | Добавил: buka | Дата: 2014-01-20 | Комментарии (0)

სრული სახელი და გვარი: არიენ რობენი

დაბადების თარიღი: 1984 წლის 23 იანვარი

დაბადების ადგილი: ბედუმი, ჰოლანდია

სიმაღლე: 181 სმ.

პოზიცია: მარცხენა/მარჯვენა ნახევარცმველი, ფორვარდი

კარიერა: 2000-2002 "გრონინგენი” 46(8)

2002-2004 "პსვ” 56(17)

2004-2007 "ჩელსი” 97(19)

2007- "რეალი” 17(2)

არიენ რობენი ბედუმში დაიბადა, გრონინგენის მახლობლად. მან ახალგაზრდულ ასაკშივე დაიწყო ფეხბურთის თამაში. არიენის პირველი მწვრთნელი ცნობილი სპეციალისტი, ვილ კორვერი გახლდათ. სისწრაფე, კარგი ტექნიკა და მახვილგონივრული პასები, – ყველაფერმა ამან ”გრონინგენის” სკაუტები აღფრთოვანებაში მოიყვანა და არიენიც ზემოთხსენებულ კლუბში გადავიდა. "გრონინგენში” ახალგაზრდა ფეხბურთელი თავიდან დუბლებში ასპარეზობდა და 1999-2000 წლების სეზონში 50 გოლიც გაიტანა შესაბამის ჩემპიონატში. მალე მწვრთნელმა, იან ვან დიკმა ის პირველ გუნდში გადმოიყვანა. რობენის დებიუტი 2000 წლის ნოემბერში შედგა, "ტვენტეს” წინააღმდეგ გამართულ მატჩში. არიენი ძირითადის მოთამაშედ უმალვე ჩამოყალიბდა. პირველივე სეზონში რობენმა 19 მატჩი ჩაატარა და 2 გოლი გაიტანა. შედეგად, ჰოლანდიელი გრონინგენის წლის საუკეთესო ფეხბურთელად დაასახელეს. 2001-2002 წლების სეზონში რობენმა 28 მატჩში 6 გოლის გატანა მოახერხა. იმავე წლის ზაფხულს ის "პსვ ეინდჰოვენმა” შეიძინა 3,9 მილიონ ევროდ

Категория: სპორტი | Просмотров: 594 | Добавил: buka | Дата: 2014-01-20 | Комментарии (0)

imageუფულობა ის სენია, რომელიც რაგინდარა ცნობილ და ერთ დროს მრავლისშემძლე ადამიანს სწორედ მაშინ წამოეწევა ხოლმე, როდესაც ეს უკანასკნელი ყველაზე ნაკლებად ელის. აბა ვინ წამოიდგენდა, რომ ლეგანდარულ მაიკლ ჯორდანს ფული გაუჭირდებოდა? მაგრამ ეს მოხდა!
კალათბურთის უდიდესი ლეგენდის, მაიკლ ჯორდანის მთელი ქონება რამდენიმე სხვადასხვა ბიზნესში იყო დაბანდებული და შავტუხა მაიკი შემოსავალსაც არ უჩიოდა. 
Категория: სპორტი | Просмотров: 591 | Добавил: buka | Дата: 2014-01-19 | Комментарии (0)

კრიშტიანუ რონალდუს „ოქროს," მსოფლიოს ცნობილი გამოცემები გამოეხმაურნენ.
Категория: სპორტი | Просмотров: 6750 | Добавил: buka | Дата: 2014-01-14 | Комментарии (0)

გუშინდელ შეხვედრაში, სადაც "სამეფო კლუბი" "ალკოიანოს" მასპინძლობდა, რაულ ალბიოლმა მძიმე დაზიანება მიიღო. ეს უკანასკნელი საწყისი წუთებიდან გუნდს კაპიტნობდა, თუმცა მატჩის მე-6 წუთზე მას მოედნოს დატოვება მოუწია.

ჟოზე მოურინიომ გადაწყვიტა, რომ ალბიოლისთვის შანსი მიეცა და ძირითად შემადგენლობაში დაეყენებინა, ასეც მოხდა, თუმცა, მატჩის დებიუტში მან უმძიმესი დაზიანება მიიღო დავიდ ტორესისგან. ჯერ ცნობილი არ არის, თუ რამდენად მძიმეა ტრავმა, თუმცა საქმე სერიოზულადაა. ალბიოლმა ყველაფერი გააკეთა იმისთვის, რომ მისი დაცემა ცუდად არ განხორციელებულიყო, მაგრამ ასე არ მოხდა. ესპანელმა შეცვლა ითხოვა, მან თამაში ვეღარ გააგრძელა.
Категория: სპორტი | Просмотров: 569 | Добавил: buka | Дата: 2012-11-28 | Комментарии (0)

1 2 3 4 »
შესვლის ფორმა
კალენდარი
«  მარტი 2024  »
ორსამოთხხუთპარშაბკვ
    123
45678910
11121314151617
18192021222324
25262728293031
ჩვენი გამოკითხვა
მოგწონთ ჩვენი საიტი?
სულ პასუხი: 15729
სტატისტიკა

სულ ონლაინში: 1
სტუმარი: 1
მომხმარებელი: 0